თბილისის კედლის ნახატები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო
ალბათ, შეამჩნევდით, ამ ბოლო დროს ქალაქში ნაცრისფერი კედლები ნელ-ნელა რომ ფერადდება. თბილისში სეირნობისას კედლის ნახატები შეიძლება ნებისმიერი ქუჩის კუთხეში შეგხვდეთ. ისინი ჰოლივუდის ვარსკვლავების ყურადღებასაც კი იქცევს.
გარდა იმისა, რომ ქუჩის ხელოვნება ჩვენს საცხოვრებელ გარემოს უფრო მრავალფეროვანს ხდის, შთამბეჭდავი ფოტოების მასალადაც გამოდგება. იმისთვის, რომ თქვენი ინსტაგრამგვერდი გამორჩეული და ვიზუალურად მიმზიდველი გახადოთ, შეგიძლიათ, ქალაქში კედლის ნახატების ტური მოაწყოთ და გასაოცარი ფოტოებიც გადაიღოთ.
ამ სიაში თბილისში არსებულ ყველაზე თვალისმომჭრელ კედლის ნახატებს ნახავთ, თან იმასაც გაიგებთ, თუ ქალაქის რომელ უბანში შეგიძლიათ მათი აღმოჩენა.
1. ვარკეთილი
მხატვარი Artez-ის ეს შემოქმედება ვარკეთილს ამშვენებს. თუ ამ უბანში ცხოვრობთ, აუცილებლად მოიმარჯვეთ კამერა და ნდობის ფრესკა თქვენც დააფიქსირეთ.
2. ვაკე, რამიშვილის ქუჩა
თუკი ვაკეში გაქცეული ცხენი შეგიმჩნევიათ, იცოდეთ, რომ იგი Dante-მ შექმნა. ეცადეთ ფოტო გადაუღოთ, იქნებ კამერის ხმაზე მობრუნდეს.
3. ჩუღურეთი, ჩუბინაშვილის ქუჩა
ეს კი ქართველი ხელოვანი TamOonz-ის შემოქმედება, ჩუბინაშვილის ქუჩაზე. ვისაც წითური თმა აქვს, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროს.
3. მთაწმინდა, გრიბოედოვის ქუჩა
ეს ფოტორეალისტური ნახატი გრიბოედოვის ქუჩაზეა და თქვენს ვიზიტს ელის. მისი ავტორია მხატვარი Case Maclaim
ესეც ხედი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან — ინსტაგრამისთვის ზედგამოჭრილია.
4. აღმაშენებლის გამზირი, მუსკომედიის თეატრის ყოფილი შენობა
როცა მუსკომედიის ყოფილ შენობასთან ჩაივლით, ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ. ეს კედელი პირველად ბერლინელმა არტისტმა El Bocho-მ მოხატა 2019 წელს.
2020-ში კი მას ქართველი ხელოვანის გიორგი მასხარაშვილის ნამუშევარიც შეემატა.
5. ვაკე, ჭავჭავაძის ქუჩა
2020 წლის "კარჩაკეტილობა" გერმანელმა გერმანელ მხატვართა ჯგუფმა Innerfields სწორედ ასე გამოხატა. თუ ამ ნახატთან ფოტოს გადაიღებთ, უნდა დააწეროთ: #გარეთთავისუფლადგანავარდებაგვინდა
6. ვაკე, ჭავჭავაძის ქუჩა
ჭავჭავაძეზე ისეთ დროს რომ მოხვდებით, როცა კომენდანტის საათით დადგენილი სახლში ყოფნის დრო ჯერ კიდევ შორსაა, Lock down-ის ნახვის შემდეგ, შეგიძლიათ გზას გაუყვეთ, ცოტა გაისეირნოთ და მალე ხელებიც შეგხვდებათ. მისი ავტორი უკვე შეგვხდა ამ სიაში, როგორც ჩანს Case Maclaim-ს შეგვიძლია მთელი თბილისი მოვახატინოთ.
7. გლდანი
მაშინ, როცა ცენტრალური ქუჩებიდან გარეუბანში გადაინაცვლებთ, ამ შავ-თეთრ სილამაზესაც შეხვდებით. ეს ნახატი მაგალითია იმისა, რომ ხანდახან ფერები საჭირო საერთოდ არ არის. მისი ავტორია ბერძენი ხელოვანია Ino.
8. საბურთალო, ბახტრიონის ქუჩა
APHE & NOAH კიდევ ერთი მხატვრების ჯგუფია გერმანიიდან, რომელმაც ბახტრიონის ქუჩაზე კორპუსი გაალამაზა. საოცარია, რომ გერმანელი არტისტების ნამუშევარი ასე ბუნებრივად ერწყმის თბილისს.
9. საბურთალო, ხილიანის ქუჩა
ხილიანის ზებრები თითქოს გვაჰიპნოზებს. ისინი შორიდანაც ძალიან ალამაზებენ ნაცრისფერ კორპუსებს. აივნიდან ხედი ფერადი ზებრებით ბევრად უფრო მიმზიდველია. ამ ნახატის ავტორის სახელი SNYDER-ია.
11. ძველი თბილისი
მართალია, ჯერ კიდევ არ ვიცით, რიყის "დოქების" ფუნქცია რა არის, მაგრამ კედელზე არსებული ეს ნახატი, აუცილებლად უნდა გამოიყენო ფოტოში უკანა ფონად. კედელი ამჯერადაც ბერლინელმა მხატვართა ჯგუფმა Q U I N T E 5 5 E N Z გაგვილამაზა.
12. ფაბრიკა
დატვირთული კვირის შემდეგ, პარასკევს მეგობრებთან ერთად ფაბრიკაში დასალევად რომ გახვალთ, შეგიძლია სხვადასხვა ავტორების ნამუშევართან, ხანგრძლივი ფოტოსესია მოაწყოთ.
კედლებიდანაც კი აკვირდებიან, როგორ ფოტოებს იღებთ.
13. მაღლივი
თუკი გამოცდა ბოლომდე კარგად ვერ დაწერეთ, შეგიძლიათ საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ, ამ ნახატებს ჩაუაროთ, ფოტოები გადაიღოთ და ცოტა გული გადააყოლოთ.
ხოლო თუ გამოცდაც კარგად დაწერეთ და ფოტოების გადასაღებადაც დაგრჩათ დრო, მაშინ თურმე იცით, რა არის ბედნიერება.
ლურჯი მართლაც რომ, ყველაზე ნაზი ფერია.
აქ თქვენი ფერადი პირბადეებით უნდა გადაიღოთ ფოტო.
ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ შავ-თეთრ ფოტოზე ძალიან კარგად გამოჩნდება.
თავისუფლება და მოწონებები ინსტაგრამზე ისე არ მოდის, ეს მხოლოდ იმათი ხვედრია, ვისაც სიახლეების აღმოჩენა უყვარს.
თბილისის შესახებ სხვა მსგავსი საინტერესო ინფორმაციის პოვნა ფეისბუქჯგუფ რა ხდება თბილისში შეგიძლიათ.
კომენტარები