UFO-ების კვლევამ, შესაძლოა, ფიზიკის ახალ კანონებამდე მიგვიყვანოს — MIT-ის მკვლევარი
გასული რამდენიმე წლის მანძილზე აშშ-ს სამხედრო სამსახურმა უფრო სერიოზულად დაიწყო შეტყობინებების განხილვა უცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ. მათ სამუშაო ჯგუფიც კი შექმნეს, რომლებიც ამ სამსახურში დასაქმებული ადამიანების მიერ შემჩნეულ უცნაურ სანახაობებს გამოიძიებენ.
შეტყობინების დიდი ნაწილი საზღვაო პილოტებს ეკუთვნით — ისინი ამტკიცებდნენ, რომ ცაზე საოცრად მაღალი სიჩქარით მოძრავი მისტიკური ობიექტები დაინახეს, რომლებიც ფიზიკის ძალებს არ ემორჩილებოდნენ.
MIT-ის კურსდამთავრებულისა და MIT-ში Play Labs ინკუბატორის დამფუძნებლის, რიზვან ვირკის აზრით, ამ შეტყობინებების უგულებელყოფა დიდი შეცდომა იქნებოდა. NBC News-თან ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ არამხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებში, არამედ აკადემიურ წრეებშიც ამ თემის გარშემო არსებული უამრავი ტაბუს და მიკერძოებული აზრის არსებობის მიზეზი UFO-ების მიმართ "ნაკლები ცნობისმოყვარეობის" გამოჩენაა.
ვირკის ფიქრობს, რომ UFO-ების შესწავლამ, შესაძლოა, "მთელი მეცნიერება" გადაატრიალოს და შეცვალოს ჩვენი წარმოადგენა იმის შესახებ, თუ რა ადგილი გვიჭირავს ამ სამყაროში. ასევე, ამან შეიძლება მიგვიყვანოს ახალ მიღწევებამდე მასალების მეცნიერებაში, ბიოლოგიაში, კვანტურ ფიზიკაში, კოსმოლოგიასა და სოციალურ მეცნიერებებში.
ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ დაარწმუნოს ხალხი UFO-ების არსებობაში, ვირკი იმედოვნებს, რომ იგი "წაახალისებს კადემიებისა და ინდუსტრიის ლიდერებს, გახსნილი გონებით დაიწყონ ამ საკითხის გამოკვლევა რათა გაიგონ, თუ საიდან მოდიან ეს ობიექტები და როგორ მუშაობენ ისინი".
"გრძელვადიან პერსპექტივაში, ამან შეიძლება ფიზიკის ახალი კანონების აღმოჩენამდე მიგვიყვანოს", — ამბობს იგი.
კომენტარები