ზოგიერთი ვარსკვლავი იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ დროში მოგზაურობს
გალაქტიკის ცენტრში არსებულ ზემასიურ შავი ხვრელებთან ახლოს არსებული ვარსკვლავები კოსმოსში საკმაოდ საინტერესო გზას გადიან. ჰარვარდის ასტრონომიის მიმართულებით ყოფილი თავმჯდომარის, ავი ლობის მიხედვით, ეს ვარსკვლავები მოგზაურობას მაშინ იწყებენ, როდესაც ორი ასეთი შავი ხვრელი ერთიანდება.
ეს ვარსკვლავები მძლავრი გრავიტაციული ველებისა თუ მასიური კოსმოსური აფეთქებების შედეგად გამოთავისუფლდებიან. ისინი თითქმის სინათლის სიჩქარით მოგზაურობენ და, ფარდობითობის თეორიის მიხედვით, ფაქტობრივად დროში მოგზაურობენ.
სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრაობისას ადგილი აქვს მოვლენას, რომლესაც "დროის შენელება" ეწოდება. სწორედ ამ ფენომენს უკავშირდება ტყუპების პარადოქსიც — ტყუპი, რომელიც კოსმოსში მაღალი სიჩქარით მოგზაურობს, დედამიწაზე დაბრუნებისას თავის ტყუპისცალზე ახალგაზრდა აღმოჩნდება. თუმცა, მისი ეფექტი იმდენად სუსტია, რომ ჩვეულებრივ სიჩქარეებზე იგი უბრალოდ უმნიშვნელოა.
"საერთო ჯამში, გალაქტიკური ბირთვები წარმოადგენენ გამშვებ ადგილებს ყველაზე სწრაფად მოძრავი პლატფორმებისა, რომელსაც ბუნება გვთავაზობს", — წერს ლობი. "გასაკვირი არ იქნება, თუ განვითარებული ცივილიზაციები გალაქტიკური ცენტრებისკენ წარმტაცი კოსმოსური სანახაობების საყურებლად მიემგზავრებიან".
კომენტარები