Facebook iOS 14,5-ის საწინააღმდეგო კამპანიას აგრძელებს
Facebook აგრძელებს თავის კამპანიას Apple-ის ბოლო, iOS 14,5 განახლების წინააღმდეგ. ამჯერად, კომპანიამ iOS-ის Instagram-ისა და Facebook-ის აპლიკაციებში დააამატა ახალი ინფორმაციული ფანჯარა, რომელიც მომხმარებლებს უხსნის, რომ მათი ინფორმაციის შეგროვება აუცილებელია. ამასთან, სასარგებლოა პერსონალიზირებული რეკლამების სწორად შერჩევისთვისაც, რაც მათ ეხმარებათ, რომ ორივე აპლიკაცია დარჩეს უფასო და გამოყენებაში მომხმარებლებს ფულის გადახდა არ მოუწიოთ.
ტექნოლოგიურმა მკვლევარმა, აშკან სოლტანიმ საინფორმაციო ფანჯრები პირველად შაბათს შეამჩნია და ამის შესახებ მომხმარებელს ტვიტერის მეშვეობით ამცნობა. ამ ინფორმაციამ Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს შორის უკმაყოფილება გამოიწვია.
აღსანიშნია ის, რომ ფეისბუქმა უცნაური ტაქტიკა აირჩია და შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლების დაშინებაც კი დაიწყო. ყურადღების გამახვილება აპლიკაციის უფასოობაზე საკმაოდ საფრთხილო ნაბიჯია. თუმცა, თვითონ Facebook ამ გაფრთხილებებს მხოლოდ ინფორმაციულს უწოდებს და ამბობს, რომ ამით სურთ მომხმარებლები დაარწმუნონ პერსონალიზირებული რეკლამების აუცილებლობაში. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ეხმარებათ აპლიკაციების უფასოდ შენარჩუნებაში, პერსონალიზირებული რეკლამები აუცილებელია მცირე ბიზნესების დასახმარებლადაც, რადგან სხვა შემთხვევაში ინფორმაცია მათი პროდუქტის შესახებ ჩვენამდე ვერ მოაღწევდა.
კომენტარები