NASA-ს მეცნიერი: სექსი კოსმოსში შესანიშნავი იქნება
ის თუ როგორი იქნება სექსი კოსმოსში, იშვიათად განვიხილავთ, თუმცა, დროთა განმავლობაში ეს სულ უფრო აქტუალური გახდება. ჩვენ უკვე ხშირად ვსაუბრობთ კოსმოსში კომერციულ ფრენებზე, სასტუმროებზე, რომლებიც ადამიანებს კოსმოსში მოემსახურებიან, შესაბამისად საინტერესოა როგორი იქნება სექსი კოსმოსში.
"დიახ, ეს შესაძლებელია. ადამიანებს მრავალფეროვნება გვიყვარს." — განუცხადა ჟურნალ Sputnik-ს NASA-ს კლინიკურმა კონსულტანტმა კირა ბაკალმა.
მეცნიერმა ისიც დასძინა, რომ კოსმოსში სექსი შესანიშნავი იქნება და ადამიანები სრულიად ახალ პოზებს აითვისებენ, მაგრამ ამისთვის მათ ნიუტონის კანონების ცოდნა დასჭირდებათ.
ნულოვან გრავიტაციაში ეს მარტივი არ იქნება. ამასთან არსებულ კოსმოსურ მისიებში წყვილის განმარტოვების პრობლემა შეიძლება იყოს. თუმცა, როგორც კირა ბაკალი ამბობს, კომერციული ფრენების შემთხვევაში სექსისთვის სივრცის გამოყოფა პრობლემა არ იქნება.
რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, კირას თქმით, ახლანდელი კოსმოსური მისიების დროს დატვირთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო კოსმონავტებში სექსუალური მოთხოვნილებები შემცირებულია.
თუმცა, მომავალში კოსმოსური მოგზაურობები სულ უფრო გახშირდება, შესაბამისად, დედამიწის "მიღმა" სექსი ჩვეულებრივი ამბავი გახდება.
კომენტარები