Crew Dragon-ზე მყოფი 4 ასტრონავტი ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან შეჯახებას გადაურჩა
შაბათს, SpaceX-ისა და NASA-ს კოლაბორაციით, კოსმოსური ხომალდი Crew Dragon წარმატებით მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს და მასზე 4 ასტრონავტი გადაიყვანა. მანამდე კი, სანამ ხომალდი დედამიწის ორბიტაზე მოძრაობდა და ISS-სკენ მიიკვლევდა გზას, როგორც ჩანს მას უცნაური დაბრკოლება შეხვდა.
24 საათიანი ფრენის განმავლობაში ასტრონავტები იხდიან კოსტიუმებს, იკვებებიან, იძინებენ და ემზადებიან ISS-ზე გადასასვლელად. თუმცა ამ მშვიდ პროცესში მათ ხელი რაღაცამ შეუშალა.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გზაზე მათ დიდი შიშის გადატანა მოუხდათ, როცა ეცნობათ უცნობ ობიექტთან პოტენციური შეჯახების შესახებ.
"NASA/SpaceX-ის გუნდს ეცნობა შესაძლო შეჯახების შესახებ, აშშ-ის კოსმოსური სარდლობის მიერ", — განუცხადა Futurism-ს NASA-ს წარმომადგენელმა — კელი ჰუმპრიესმა. ამის შემდეგ სპეციალისტები ობიექტს სწავლობდნენ და როგორც ჰუმპრიერსი ამბობს, ის "უცნობად" იქნა კლასიფიცირებული. ჰუმპრიერსის თქმითვე, გუნდს არ ჰქონდა დრო იმისათვის, რომ ობიექტისგან თავის ასარიდებლად მანევრი შეესრულებინა. შესაბამისად, SpaceX-მა მოუწოდა ბორტზე მყოფ ასტრონავტებს, შესაძლო შეჯახებისას დაცულად ყოფნისთვის კოსტიუმები ჩაეცვათ.
"შეჯახების შესაძლებლობა იმდენად ახლოს იყო და იმდენად ცოტა დრო იყო დარჩენილი აქამდე, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა გამოგვეთვალა და დაგვეგეგმა შეჯახების თავიდან არიდების მანევრი, შესაბამისად, SpaceX-ის გუნდმა გადაწყვიტა ბორტზე მყოფი ადამიანებისთვის შესაბამისი კოსტიუმების მორგება ერჩია, რომელიც ეკიპაჟზე დარტყმას შეამსუბუქებდა", — თქვა ჰუმპიერსმა.
რაც შეეხება აშშ-ის კოსმოსურ სარდლობას, მისი წარმომადგენელი ერიკ დიკი Futurism-თან საუბარში აღნიშნავს, რომ პენტაგონმა NASA შესაძლო შეჯახების შესახებ გააფრთხილა. ეს მოხდა ორბიტაზე Crew Dragon-ის გაშვებიდან 7 საათში.
"შემდგომი ანალიზის შედეგად, მე-18 Space Control Squadron-მა მალევე გამოარკვია, რომ შეჯახების საშიშროება აღარ არსებობდა, ბორტზე მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ და კოსმოსური ხომალდიც აღარ იყო რისკის ქვეშ", — თქვა ერიკ დიკმა.
ამის შემდეგ, საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა — რამდენად დიდი იყო ამოუცნობი ობიექტი და საერთოდ, რა იყო ეს?
ჰუმპიერსმა თქვა, რომ ობიექტის ყველაზე ახლო მდებარეობა კოსმოსურ ხომალდთან მიმართებაში 45 კილომეტრი იყო. ეს კოსმოსისთვის არც ისე შორია, მაგრამ ობიექტი საკმაოდ ახლოს იყო გაუთვალისწინებელი შემთხვევის — შეჯახების გამოსაწვევად. ამის მიუხედავად, ჰუმპიერსმა დასძინა, რომ "ეს არ იყო რეალური საფრთხე ასტრონავტებისთვის თუ კოსმოსური ხომალდისთვის".
კომენტარები