ტარანტულები 120 მილიონი წლის წინაც არსებობდნენ — კვლევა
ტარანტული ობობასნაირთა კლასის რამდენიმე სახეობას მოიცავს. ისინი თითქმის ყველგან გვხვდებიან. მაგალითად, 7 კონტინენტიდან, ტარანტულები 6 კონტინენტზე სახლობენ. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი "მომთაბარეობით" არ გამოირჩევიან, მეცნიერებს ტარანტულების 6 კონტინენტზე ყოფნის ფაქტორი ყოველთვის აკვირვებდათ.
ჟურნალ PeerJ-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა ამბობს, რომ ტარანტულების გაჩენასთან და გამრავლებასთან დაკავშირებით პასუხები აქვს. საერთაშორისო კვლევის ფარგლებში, მკვლევრებმა სხვდასხვა პერიოდში არსებული ტარანტულების ტრანსკრიპტომები (რნმ-ების ერთობლიობა) შეისწავლეს. ამით მათ შეძლეს და ტარანტულების სახეობების გენეტიკური ხე შექმნეს.
აღმოჩნდა, რომ ტარანტულები 120 მილიონი წლის წინაც არსებობდნენ და ისინი დედამიწაზე დინოზავრებთან ერთად დააბიჯებდნენ. გამოდის, რომ ისინი სუპერკონტინენტის გონდვანას მკვიდრნი იყვნენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გონდვანა თავის თავში სამხრეთ ამერიკას, აფრიკას და ავსტრალიას აერთიანებდა. როგორც ჩანს, ტარანტულებმა სწორედ ამ კონტინენტის გახლეჩვის ხარჯზე მთელს მსოფლიოზე გავრცელება შეძლეს.
კვლევით ასევე გამოჩნდა, რომ ტარანტულებს მოძრაობაც ჰყვარებიათ. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო თავისუფლად ვრცელდებოდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ გიგანტური კონტინენტის გახლეჩვამ თავისი როლი ითამაშა, კვლევით ისიც დავინახეთ, რომ ტარანტულებს ერთ ადგილზე გაჩერება არ ახასიათებდათ. გამოდის, რომ ტარანტულები უძველესი არსებები არიან და ისინი დინოზავრებთან ერთად, მთელ მსოფლიოს იყვნენ მოდებულნი." — თქვა საორიეს ფოლიმ, კარნეგის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა და კვლევის ავტორმა.
კომენტარები