სამყარო მანქანური დასწავლის ალგორითმია — Microsoft-ის მკვლევრები
Microsoft-თან დაკავშირებულმა ფიზიკოსებმა გამოაქვეყნეს ნაშრომი, რომელშიც ნათქვამია, რომ სამყარო არსებითად მანქანური დასწავლის პრინციპით მუშაობს.
ნაშრომში სამყარო აღწერილია როგორც ალგორითმი, რომელიც საკუთარ თავს სწავლობს. ფიზიკოს-თეორეტიკოსების თქმით, ადამიანების მსგავსად, სამყაროც აკვირდება და სწავლობს საკუთარ თავს. ამის ფონზე, ის იცვლება კიდევაც.
გამოდის, რომ ჩვენ ისეთ მძლავრ ალგორითმში ვცხოვრობთ, რომელიც საკუთარ თავს სწავლობს. ჩნდება შეკითხვა — ეს რას ნიშნავს?
ფიზიკოსების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ფიზიკის უნიფიკაცია შეუძლებელია. მიზეზი მარტივია — თუ სამყარო საკუთარ თავს მუდმივად სწავლობს და ამის შედეგად იცვლება კიდევაც, მაშინ ვერც ფიზიკის კანონები იქნება სტატიკური და ის მუდმივად შეიცვლება.
ეს ნიშნავს, რომ ის, რასაც ჩვენ დღეს ფიზიკის კანონებს ვეძახით, შესაძლოა წარსულში სხვაგვარად ფუნქციონირებდა და მომავალშიც შეიცვლება.
ნაშრომის ავტორები იმასაც ვარაუდობენ, რომ სამყარო მარტო იმისთვის არ ვითარდება, რომ გადარჩეს. ფიზიკოსების აზრით, სამყაროს, იგივე ალგორითმს, შეიძლება სწავლის "სურვილიც" გააჩნია.
ეს ყველაფერი სპეკულაციურ თეორიებს ჰგავს, მაგრამ არსებობის უფლება ნამდვილად აქვს. ასეთი თეორია რაღაცით სამყაროს გიგანტურ ნეირონულ ქსელად აღქმასთან ახლოს არის, თუმცა, ამ შემთხვევაში ქსელი ძალიან მძლავრი ალგორითმია.
კომენტარები