9 აპრილს დაღუპულების ხსოვნის წინაშე ჩვენი ვალია, ვიყოთ გაერთიანებული — ზალკალიანი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ერთიანობა მთელი ქვეყნის ვალია იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც თავისუფლებისთვის თავი გასწირა. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა 9 აპრილის მემორიალთან ისაუბრა.
"9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოში. დღე, რომელმაც დასაბამი მისცა ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ დასრულებული არ არის, რადგანაც საქართველო კვლავ ოკუპირებულია და და ჩვენი ბრძოლა გრძელდება, იმისთვის, რომ საქართველო იყოს სრულფასოვნად ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. მართლაც ფასდაუდებელია იმ ადამიანების წვლილი, ვინც თავი გასწირა და ვინც შეეწირა ამ ბრძოლას და ჩვენი ვალია, მთლიანად ქვეყნის, ჩვენი ერის ვალი მათი ხსოვნის წინაშე, რომ ვიყოთ გაერთიანებული, ვიყოთ კონსოლიდირებული. როგორც არასდროს, ისე იყო კონსოლიდირებული ჩვენი ერი 9 აპრილს და საქართველოს ისტორიაში, მართლაც, იშვიათია ისეთი მომენტები, როდესაც ერი ასეთი გაერთიანებულია", — თქვა მან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დღეს გვაკლია ერთობა და კონსოლიდაცია იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ქვეყანას აქვს — ოკუპაცია, პანდემიასთან ბრძოლა, ეკონომიკის გაჯანსაღება, ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გამკლავება.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 4 აპრილს სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო, რომელიც მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა. 9 აპრილს, გამთენიას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დარბევა დაიწყო. მშვიდობიან, ხელაწეულ დემონსტრანტებს მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები დაუპირისპირეს.
სადამსჯელო ღონისძიებებს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან 17 ქალია. ქალებს შორის ყველაზე უმცროსები 16 წლის უფროსი კი 70 წლის. იმდროინდელ ბეჭდურ გამოცემებთან ინტერვიუში აქციის მონაწილეები იხსენებენ, რომ ჯარისკაცები ყველაზე აგრესიულები ორსულების და მოხუცების მიმართ იყვნენ.
1991 წლის 9 აპრილს კი, მოსახლეობის ნებაზე დაყრდნობითა და პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა და აქტი გამოსცა.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები