აღმოაჩინეს დინოზავრის ახალი სახეობა, რომელსაც, სავარაუდოდ, სუპერ სმენითი შესაძლებლობები ჰქონდა
პალეონტოლოგებმა პატაგონიაში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც, სავარაუდოდ, სმენითი სუპერ შესაძლებლობები ჰქონდა. პალეონტოლოგების თქმით, ამით ისინი სხვა ნებისმიერი დინოზავრისგან გამოირჩეოდნენ.
მკვლევრებმა ახალ სახეობას "Llukalkan aliocranianus" უწოდეს. სიტყვა Llukalkan მაპუჩების ენაზე (ინდიელების ტომი) შიშის დამთესს ნიშნავს, ხოლო aliocranianus — უჩვეულო თავის ქალას.
პირველი რაც კონკრეტული სახეობის სმენით შესაძლებლობებზე მიანიშნებს, ეს მისი უნიკალური თავის ფორმაა, რაც მკვლევრების თქმით, მას უფრო მკვეთრ სმენით შესაძლებლობებს მისცემდა, ვიდრე სხვა დინოზავრებს.
"ამ სახეობას ყურის ღრუები განსხვავებულ ადგილას აქვს, ვიდრე ეს სხვა ნებისმიერ დინოზავრს. ამას დინოზავრისთვის სრულად განსაკუთრებული სმენითი შესაძლებლობები უნდა მიეცა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ Llukalkan aliocranianus სუპერ სმენით იყო დაჯილდოებული. ეს ნიშნავს, რომ დინოზავრი თავის დროის ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი იქნებოდა." — თქვა სან ლუისის ეროვნული უნივერსიტეტის პალეონტოლოგმა, ფედერიკო ჯანეჩინმა.
განსაკუთრებული მტაცებელი
ახლად აღმოჩენილი მტაცებელი გარეგნულად T-Rex-ს ძალიან ჰგავს. ეს მიგვანიშნებს, რომ Llukalkan aliocranianus ისეთივე სასტიკი იქნებოდა, როგორც ტირანოზავრი და ამასთან, უკეთესი სმენადობით.
კვლევაში ნათქვამია, რომ დიდი ალბათობით, Llukalkan aliocranianus ტოპ მტაცებელთა სიაში შედიოდა და ალბათ, ამ სიის სათავეებშიც იყო. 5 მეტრის სიგრძის დინოზავრს განსაკუთრებულად ბასრი კბილები, მოქნილობა და როგორც ჩანს, უნიკალური სმენითი შესაძლებლობებიც გააჩნდა.
კომენტარები