Walmart ფინტექ სტარტაპს ქმნის
11 იანვარს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, Walmart-მა გვამცნო, რომ ის ფინტექ სტარტაპს ქმნის.
სტარტაპის შესახებ ჯერ მწირი ინფორმაცია გვაქვს. არ ვიცით მისი სახელი და არც ის, თუ რა პროდუქტს შემოგვთავაზებს ვოლმარტის ახალი წამოწყება.
Walmart-მა ელექტრონულ კომერციაში დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა თავი, მაგრამ პანდემიის შემდეგ კომპანია კიდევ უფრო მეტად გადაიხარა ციფრულობისკენ. ინტერნეტ გაყიდვები 79%-ით გაიზარდა.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვოლმარტი სტარტაპს Ribbit Capital-თან ერთად შექმნის. ეს ერთ-ერთი ვენჩურული კომპანიაა, რომელიც მხარს უჭერდა სავაჭრო პლატფორმა Robinhood-ს, აქვს ინვესტიციები Credit Karma-სა და Affim-ში.
კომპანიის უმეტესი წილის მფლობელი Walmart იქნება.
განცხადებაში ვოლმარტმა ისიც აღნიშნა, თუ რამ უბიძგმა კომპანიას ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ.
მათ მოხსენებაში თქვეს, რომ Walmart-ის ცოდნა და მასშტაბი გაყიდების სფეროში Ribbit-ის გამოცდილებასთან ერთად დაეხმარებათ შექმნან ახალი ფინანსური ეკოსისტემა, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელზე და კომპანიის პარტნიორებზე.
რაც შეეხება სტრუქტურას — სტარტაპის ბორდის წევრები იქნებიან მთავარი ფინანსური ოფიცერი Brett Biggs და Walmart U.S-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, John Furner.
"წლების განმავლობაში, Walmart-მა მილიონობით ლოიალური მომხმარებელი შეიძინა. ისინი ჩვენდამი ერთგულები არამხოლოდ დაბალი ფასების გამო არიან, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ მათ ფინანსურ მოთხოვნილებებს ზუსტად ვერგებით" — განაცხადა Furner-მა მოხსენებაში
კომპანია, სამომავლოდ, ინდუსტრიის დამოუკიდებელი ექსპერტების ბორდში დამატებას გეგმავს, რათა გამოცდილი ფინტექ ლიდერებით დაკომპლექტებული გუნდი შედგეს.
თუ გინდა გაიგო მეტი ფინტექ ინდუსტრიაზე, გაეცნო ბლოგებსა თუ სტატიებს და დაესწრო პანელურ დისკუსიებს, გამოიწერე Fintech.ge.
კომენტარები