საქართველოს პოლიტიკურმა მხარეებმა გვაჩვენეს, რომ მათთვის მთავარი პოლიტიკური ვაჭრობაა და არა ქვეყანა — კონლი
მას შემდეგ, რაც საქართველოში მხარეებმა 30 მარტს შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროკავშირის მომლაპარაკებელი, კრისტიან დანიელსონი ბრიუსელში დაბრუნდა. დანიელსონმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასასრულს განაცხადა, რომ ის "იზიარებს ქართველი ხალხის იმედგაცრუებას".
პირველ აპრილს კი ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოში, პოლიტიკურ მხარეებს შორის, გადაწყვეტილების არარსებობის პირობებში, საქართველოს ეკონომიკურ დახმარებას შეუწყვეტენ.
როგორ ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დასავლეთი, რა შედეგი ექნება ამას ქვეყანაზე, მის დემოკრატიასა და იმიჯზე. რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი დასრულდეს. ამ თემებზე, ამერიკის ხმის ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე, ჰედერ კონლის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპის პროგრამების დირექტორს ესაუბრა.
კრისტიან დანიელსონის მედიაციით ჩატარებული მოლაპარაკების პირველი და მეორე ტურები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა. როგორ შეაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ელოდით ასეთ შედეგს?
ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. ვფიქრობ, ძალიან დიდი იმედი გაჩნდა, როდესაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი თბილისს ეწვია და დაიწყო ეს პროცესი. კრისტიან დანიელსონი არაჩვეულებრივი დიპლომატია, რომელსაც ესმის და სურს, რომ შექმნას სიტუაცია, სადაც ორივე მხარე საკუთარ პოლიტიკურ საჭიროებებზე წინ ქვეყანას დააყენებს.
ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა ამერიკის ელჩი. ეს არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი მესიჯი. ეს ზუსტად ის მესიჯია, რაც პრეზიდენტ ბაიდენს სურს, რომ გააგზავნოს [საქართველოში], რომ ჩვენ [დასავლეთი], ამას ტრანსატლანტიკურ ფორმატში ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ქვეყნები, რომლებსაც ევროატლანტიკური ორიენტაცია აქვთ.
ასე რომ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ ძალიან საშიშ სიგნალებს რუსეთისგან. ამერიკისა და ევროპის სარდლობა სრულ მზადყოფნაშია. ძალიან მაღალ დონეზე გვქონდა შეხვედრები ასევე უკრაინის მაღალი თანამდებობების წარმომადგენლებთან.
ქართველ პოლიტიკოსებს არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ არ მიაღწიონ პოლიტიკურ შეთანხმებას. რეგიონი ძალიან არასტაბილურია ასეთი ქმედებებისთვის. კიდევ ერთხელ, ეს იყო ხელიდან გაშვებული შანსი.
მეორე ტურის შემდეგ, ბატონმა დანიელსონმა თქვა, რომ არცერთი მხარე მზად არ იყო შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოსაწერად. რას ამბობს ეს განცხადება საქართველოს დემოკრატიასა და იმიჯზე? როგორ აღიქვამენ ამას ქვეყნის დასავლელი პარტნიორები?
მესიჯი, რომელსაც ეს ყველაფერი აგზავნის ისაა, რომ პრიორიტეტი [დაპირისპირებული მხარეებისთვის] პოლიტიკური უთანხმოებაა და არა ქვეყანა.
ბატონი დანიელსონის მემორანდუმში ჩამოთვლილი იყო მნიშვნელოვანი რეფორმები, როგორიცაა სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმები, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც დემოკრატიას. სამწუხაროდ, ვერცერთი მხარე ვერ შეთანხმდა და ფოკუსი ამ რეფორმებზე არ იყო. ეს კი იმ მესიჯს აგზავნის, რომ პოლიტიკური ვაჭრობა უფრო მნიშვნელოვანია.
მესმის, რომ ორივე ძირითადი პოლიტიკური პარტიისთვის ფსონები ძალიან მაღალია, მაგრამ ეს ის მომენტია, როდესაც ეს ქმედება ძალიან ცუდი მესიჯს აგზავნის იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონში არასტაბილური მდგომარეობაა, რუსეთის მხრიდან აგრესია მოდის, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია კი ძალიან ცდილობს, რომ საქართველო და სხვა ქვეყნებში ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში წინ წასწიოს.
ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დააანონსა და ამბობს, რომ ამ გზით ეცდება მთავრობას აზრი შეაცვლევინოს მათთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ვადამდელი არჩევნები, პოლიტმატიმრების თემა და ა.შ. როგორ ფიქრობთ, არის, თუ არა ეს გამოსავალი არსებული კრიზისიდან?
იმედი მაქვს, რომ მხარეები დაბრუნდებიან ევროპის მედიაციის ფორმატში, რომელსაც ამერიკის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის საუკეთესო გზა შეთანხმების მისაღწევად.
ორივე მხარეს მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჰქონდა, თუმცა ორივეს მოუწევს, რომ კომპრომისზე წავიდეს. პროტესტი, რა თქმა უნდა, დემოკრატიული უფლებაა. თუმცა, არ ვიცი რამდენად მიგვიყვანს ეს იმ შედეგამდე, რომელიც გვსურს.
შედეგი კი უნდა იყოს ის, რომ საქართველომ დაიწყოს რეფორმებზე მუშაობა, გაუმკლავდეს პანდემიას, გააძლიეროს სოლიდარობა სამეზობლოში, სადაც რუსეთის აგრესიაა.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ მთავრობა ვადამდელი არჩევნების საკითხის განხილვასაც არ აპირებს. ასევე, საპატიმროში რჩებიან პოლიტპატიმრები, როგორც მათ ოპოზიცია მოიხსენიებს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ფაქტორები ამცირებს მოლაპარაკებებისთვის დარჩენილ სივრცეს?
ვფიქრობ ეს [მოლაპარაკებების] სივრცე, ნამდვილად შემცირდა მას შემდეგ, რაც მხარეებმა არ მიიღეს ბატონი დანიელსონის მიერ ძალიან ფრთხილად წარმოდგენილი შეთავაზება, რომელიც ეხებოდა იმ საკითხებს, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
როგორც ჩანს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება, სწორედ ვადამდელი არჩევნები იყო. მაგრამ კიდევ ერთხელ, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციისთვის უმნიშვნელოვანესია დაიკავონ ადგილები პარლამენტში და იქიდან იბრძოლონ რეფორმებისთვის. ვფიქრობ, ეს უფრო ნაყოფიერი გზა იქნება საქართველოს შეცვლისა და რეფორმირებისთვის.
მეორეს მხრივ, მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ძლიერ რეფორმებს და ნება მისცეს საარჩევნო პროცესს, რომ გაგრძელდეს.
ორივე მხარე უნდა წავიდეს ძალიან მტკივნეულ კომპრომისზე. მათ პრიორიტეტად უნდა აქციონ თავიანთი ქვეყანა, ქვეყნის უსაფრთხოება და არა პოლიტიკური ვაჭრობა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი ჰგონიათ მათ ეს ვაჭრობა.
ეს ყველაფერი რთული გასაკეთებელია. მედიატორები და ტრანსატლანტიკური საზოგადოება მზადაა საქართველოს მხარდასაჭერად, მაგრამ ნაბიჯები საქართველომაც უნდა გადადგას.
ცოტა ხნის წინ სენატში, საქათველოს შესახებ მოსმენა ჩატარდა. სენატორმა რიშმა თქვა, რომ 2012 წლის შემდეგ ის ქვეყანაში სიტუაციის გაუარესებას ხედავს. სხვადასხვა საერთაშორისი ორგანიზაცია კი ოლიგარქის გავლენებსა და ე.წ ჩრდილოვან მმართველობაზე საუბრობს. როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე?
ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ძალიან ახლოს მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, თუმცა, ასევე ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც. ჩვენ ორივე მხარესთან ერთად უნდა ვიმუშაოთ, ვინაიდან მათ ორივეს უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და რეფორმების გზაზე.
კონგრესის მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც ამერიკელი გადასახადების გადამხდელები უგზავიან საქართველოს, არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯები, რომლებიც, იმედი მაქვს, რომ ქართველ ხალხს და მთავრობას კარგად ესმის.
თუმცა, ეს მხადაჭერა მოითხოვს იმას, რომ საქართველოს მთავრობამ და მისმა ლიდერებმა გადადგან მნიშვნელოვანი, რთული ნაბიჯები. ეს მოითხოვს მჭიდრო თანამონაწილეობას საქართველოს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მე მქონდა სიამოვნება შევხვედროდი მათ [სამოქალაქო საზოგადოების] რამდენიმე ლიდერს, რომლებიც ძალიან მონდომებული არიან, რომ არსებობდეს გამჭვირვალობა და ქვეყანაში მიმდინარეობდეს რეფორმები.
დროს არ უნდა ვკარგავდეთ, ეს მინდა, რომ გითხრათ. ყველა გაცდენილი დღე, ყველა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა არის დღე, როდესაც საქართველოს არ შეუძლია რეფორმების გატარება და გაძლიერება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ძლიერი იყოს ამ გაურკვეველ სამეზობლოში.
სად ხედავთ ამერიკის როლს? როგორ შეუძლია ამერიკას, რომ თავის სტრატეგიულ პარტნიორს დაეხმაროს ამ პოლიტიკური კრიზისიდან თავის დაღწევაში?
ეს, ალბათ, იქნება ე.წ მკაცრი სიყვარულის მესიჯების გაგზავნა საქართველოს მთავრობისა და ოპოზიციისთვის. ჩვენ [ამერიკის შეერთებული შტატები] ძალიან ახლოს ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რათა დავეხმაროთ საქართველოს რეფორმირებასა და გაძლიერებაში, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებებით, სადაც ქვეყანა ყველაზე მეტად უწევს წინააღმდეგობას ცვლილებებს.
ყველა დემოკრატია მუშაობის პროცესშია და ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აჩვენა, რომ ჩვენი სამუშაოც არაა დასრულებული, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ საშინაო დავალებაზე მუშაობას.
ვფიქრობ, იმ საერთაშორისო გარემოში, სადაც ვხედავთ ავტორიტარიზმის, დელიბერალიზაციის, დემოკრატიის უკუსვლის მატებას და როდესაც დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან დასუსტებულები არიან, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ მცდელობები, ხელი ჩავჭიდოთ ჩვენსავით მოაზროვნე ქვეყნებს, რათა გავძლიერდეთ.
ასე რომ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. სიტუაცია ასე [საქართველოში] ვეღარ გაგრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ლიდერები და ხალხი გაიგებს ამას, გამოიყენებს ამ მომენტს და გადალახავს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.
როგორ ფიქრობთ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმდებიან? თქვენი აზრით, როგორია შესაძლო საუკეთესო და ყველაზე ცუდი შედეგი საქართველოსთვის?
ყველაზე ცუდი, ალბათ, იქნება ეს განგრძობითი ჩიხი მთავრობისთვის, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ვნახავთ გარე მოთამაშეებსაც, ვინც ისარგებლებს ამ ღრმა პოლარიზაციით. შესაძლოა, შესუსტდეს საქართველოს მოსახლეობის აზრი ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე. შესაძლოა, ვიხილოთ ევროკავშირსა და ნატოსთან ახლო ურთიერთობის შეწყვეტაც.
საუკეთესო შედეგს რაც შეეხება, ის იქნება, რომ მიუხედავად იმ ძალიან ღრმა უთანხმოებისა და დაპირისპირებისა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებობს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. რომ შეძლონ და პიროვნული საკითხები გვერდით გადადონ, ქვეყანა პირველ ადგილას დააყენონ და დაიწყონ საუბარი იმ რეფორმებზე, რომელზეც შეთანხმდებიან და უკვე გრძელვადიან თემებზე მუშაობასაც შეძლებენ.
ეს ადვილი არაა, არც დაუყოვნებლივ გადალახვადია, მაგრამ თუ იქნება ძლიერი მესიჯები როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხრიდან, რომ მათთვის ქვეყანა პირველ ადგილას დგას და ამ აზრს გაყვებიან სამომავლოდ, საქართველოს დასაცავად, მე ვფიქრობ, ეს იქნება კარგი დასაწყისი და საუკეთესო შედეგი, ამ ეტაპზე.
სამწუხაროდ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ მხარეებს ხელი არ მოეწერათ ევროსაბჭოს მიერ ინიცირებულ შეთანხმებაზე იყო ნაბიჯი არასწორი მიმართულებით.
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვასაგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა საგანგებო: ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
კომენტარები