ფინანსთა მინისტრად ყოფილი მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დაინიშნა. ის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა.

ხუციშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ 2014 წლიდან მუშაობდა.

ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი თანამდებობიდან გუშინ, 30 მარტს გადადგა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოს მიიღო, თუმცა რამდენიმე თვით გადადო.