YouTube ზოგ მომხმარებელთან Dislike-ების რაოდენობას დამალავს
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში YouTube ახალ ვიზუალურ განახლებას გატესტავს, რომელშიც ჩანს, რომ კომპანია მომხმარებლებისგან Dislike-ები დამალვას ცდილობს.
დიზაინში, რომელიც კომპანიამ თავის ტვიტერის გვერდზე გააზიარა, Dislike-ის ღილაკი ისევ ჩანს, თუმცა აღარ ჩანს დისლაიქების რაოდენობა, რომელიც რეალურ დროში ახლდება. YouTube-ის თქმით, ვიდეოების ავტორები YouTube Studio-ს მეშვეობით მაინც შეძლებენ მათ ნახვასა და დათვლას.
კომპანიის განცხადებით, ახალი დიზაინის ტესტირება იუთუბერების უკუკავშირზე დაყრდნობით დაიწყეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც რომელიმე ვიდეო მასიური Dislike კამპანიის მსხვერპლი ხდება, რაც კონტენტის შემქნელებზე ცუდად აისახება.
მომხმარებლებს ვიდეოების დადისლაიქება ისევ შეეძლებათ, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათი რაოდენობა დაფარული ქინება.
კომენტარები