კორონავირუსის ვაქცინა ტაბლეტის სახით? — კლინიკური კვლევები აპრილში იწყება
მსოფლიოში პირველი ტაბლეტის სახის კორონავირუსის ვაქცინა, მალე თავის პირველ კლინიკურ კვლევას გაივლის. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ვაქცინის მიღება და გადანაწილება ბევრად მარტივი იქნება.
ვაქცინა ახალმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, Oravax Medical-მა შექმნა და მისი პირველი კლინიკური კვლევები წლის მეორე კვარტალში დაიწყება.
მსგავსი ვაქცინის მიღებას ბევრი დადებითი შეიძლება ჰქონდეს. ერთი რაც უკვე აღვნიშნეთ, გამარტივებული ლოგისტიკაა. მეორე მისი გადანაწილებაა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანებს მისი მიღება სახლის პირობებშიც შეეძლებათ.
გარდა ამისა, Oravax-ის პერორალური ვაქცინა შეიძლება იყოს უკეთესი პრეპარატი კორონავირუსის ახალი ვარიანტებისგან დასაცავად, რადგან როგორც კომპანიაში ამბობენ, ის "ვირუსის მსგავსი ნაწილაკების სამმაგი ანტიგენის ვაქცინით" სარგებლობს.
ამასთან, შემქმნელები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ვაქცინის მიღებას ნაკლები გვერდითი ეფექტები ექნება. ამ ეტაპისთვის, კომპანიამ კლინიკური კვლევები ცხოველებზე ჩაატარა, რამაც მათში ანტისხეულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო.
დასასრულს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაფსულა დაბალ ტემპერატურას არ მოითხოვს, რაც მის შენახვასაც გააადვილებს.
ეს ყველაფერი ნამდვილად საინტერესოდ ჟღერს და შეიძლება ინექციის კარგ ალტერნატივად მოგვევლინოს.
კომენტარები