ჩინეთმა Signal დაბლოკა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
დაშიფრული მიმოწერისათვის განკუთვნილი აპლიკაცია, Signal ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ დაბლოკა და მისი გამოყენება ჩინელ მომხმარებლებს მხოლოდ VPN-ის მეშვეობით შეეძლებათ.
ჩინეთი ბევრ სოციალურ ქსელს ბლოკავს, მათ შორის ფეისბუქსაც კი, თუმცა Signal აქამდე ჩინეთის დიდი ფაერვოლის (Great Firewall) ყურადღების ქვეშ არ იყო მოქცეული.
სიგნალი დაშიფრული აპლიკაციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიმოწერას ვერც აპლიკაციის მფლობელები ნახავენ და ვერც სხვა გარეშე პირები. ეს კი ავტომატურად ნიშნავს იმასაც, რომ მთავრობისათვის და ძალოვანი სტრუქტურებისა
თვის თქვენი მიმოწერა ხელმიუწვდომელი იქნება. ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას სწორედ ეს ფაქტი აღიზიანებს და დაცულ აპლიკაციებს ებრძვის.
კომენტარები