შემდეგი პოდკასტი: Clubhouse — ახალი სიტყვა აუდიო კომუნიკაციაში
Clubhouse ახალი სოციალური ქსელია, რომელმაც შექმნიდან სულ ცოტა ხანში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ის 2020 წლის გაზაფხულისთვის გაეშვა, თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება ბოლო თვეებში მიიპყრო. ამ დროის მონაკვეთში ახალი სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობა რამდენიმე ათასიდან მილიონებამდე გაიზარდა.
Clubhouse ლაივ აუდიო ჩატების სოციალური ქსელია. აქ მხოლოდ მოსმენა და საუბარი შეგიძლიათ, თუმცა, ის ძალიან მრავალფეროვანია. ინტერესების მითითებიდან გამომდინარე, თქვენთვის საინტერესო დისკუსიებს, ლექციებს თუ მოხსენებებს მოისმენთ და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ინტერაქციულია. ახალი სოციალური ქსელი საშუალებას გვაძლევს მოვუსმინოთ საინტერესო ადამიანებს და მათთან დისკუსიაშიც შევიდეთ.
Clubhouse-ის მსგავსი სოციალური ქსელის შექმნაზე ფეისბუქი და ტვიტერი ფიქრობენ. ფაქტია, ახალი სოციალური ქსელი უდიდეს ინტერესს იწვევს და ამ პოდკასტში ჩვენც მასზე ვისაუბრებთ. დეტალურად მიმოვიხილავთ თუ როგორ მუშაობს ის, რანაირად შეგვიძლია მისი პროდუქტიულად გამოყენება და რაც მთავარია, როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს Clubhouse-ს. საინტერესოა, შეცვლის თუ არა ის ჩვენს ცხოვრებას ისე, როგორც ეს ოდესღაც ფეისბუქმა შეძლო.
ამ ყველაფრის გარკვევაში ჩვენი სტუმარი, ჟურნალისტი და Clubhouse-ის აქტიური მომხმარებელი, გიორგი გოგუა დაგვეხმარება.
კომენტარები