მასკის თქმით, CYBERTRUCK-ს პატარა სახლებისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეეძლება
Tesla-ს Cybertruck რთულ გზებზე სიარულში ნამდვილი მეომარია და ახლა ვიგებთ, რომ მან შეიძლება ელექტროენერგიითაც მოგვამარაგოს.
ილონ მასკმა Twitter-ზე დაადასტურა, რომ Cybertruck-ს პატარა სახლებისთვის ენერგიის მიწოდება შეეძლება.
მძლავრი ბატარეა
Tesla-ს პრაქტიკულობა უკვე ცნობილია, მაგრამ Cybertruck ენერგიის მიმწოდებლად ბევრს ნამდვილად არ წარმოედგინა. ამ ყველაფრის ფონზე, ის დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ და გავიგოთ, თუ კიდევ რას შემოგვთავაზებს კომპანია.
Tesla-ს თანახმად, Cybertruck მძლავრი ბატარეით 6000 კილოგრამზე მეტი წონის ტვირთს, 800 კილომეტრის მანძილზე გადატანას შეძლებს.
დენის წყარო
ასეთი მძლავრი ბატარეა ნიშნავს, რომ ბუნებაში გასვლის შემთხვევაში, ელექტროენერგიის "წაღებაც" შეგეძლებათ.
მოძრავი სახლების მფლობელებისთვის ეს ორმაგად სასიხარულოა. მათ Cybertruck-ის გამოყენებით სახლით გადაადგილება და მისი ელექტროენერგიით მომარაგებაც შეეძლებათ.
კომენტარები