ტეხასელები თავიანთ ტესლებში იძინებენ, რათა სიცივეს გადაურჩნენ
ტეხასი ხანგრძლივმა ყინვებმა მოიცვა, რამაც ამერიკის შეერთებული შტატების ზომით მეორე შტატი მუხლებზე დასცა. მილიონობით ადამიანს დღემდე არ აქვს დენი. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკარგა წვდომა სასმელ წყალთან.
დენის წასვლების ფონზე, რადგან ტეხასში გათბობა უმეტესად დენზე აქვთ, მოსახლეებს კრეატიული ხერხების მოფიქრება სჭირდებათ, რათა თავი გაითბონ.
ტესლას მფლობელებმა გამოსავალს მიაგნეს — მანქანის დიდი ელემენტების წყალობით, მასში მთელი ღამის გატარება ჩართული გათბობით შეიძლება.
"მე, ჩემ ცოლს, ძაღლს და ახალშობილ გოგოს გარაჟში, ჩვენსავე Tesla Model 3-ში გვეძინა და ის საკამაოდ კომფორტულია" — წერს რედიტის მომხმარებელი
ტესლას კედლის დამტენების მეშვეობით ადამიანებმა ისიც შეძლეს, რომ მანქანის ელემენტებით თავიანთი სახლები გაენათებინათ
ზოგმა ადამიანმა დაგროვებული ენერგიაც გამოიყენა. მათ, ვისაც სახლებზე მზის პანელები ეყენათ, შეძლეს PowerWalls-ში იმდენი ენერგიის დაგროვება, რომ მასობრივი დენის წასვლის დროს ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტოდათ.
კომენტარები