კასპიის ზღვის დონე 9 მეტრით დაიკლებს — ეკოციდი გარდაუვალია
ბევრი ქვეყანა მოელის, რომ საუკუნის ბოლოს შეიძლება ზღვის დონის მნშვნელოვან მატებას ჰქონდეს ადგილი, მაშინ როცა კასპიის ზღვას საპირისპირო პრობლემა აქვს — მისი დონე იკლებს და ნავარაუდევია, რომ საუკუნის ბოლოს მისი მოცულობა 25%-ით შემცირდება, რაც 93 000 კვადტრატული კილომეტრის მიწას მოაშიშვლებს.
მკვლევრებმა შენიშნეს, რომ კასპიის ზღვის ზედაპირი, ყოველწლიურად, 7 სანტიმეტრით იკლებს. ეს ტრენდი მზარდია. ხუთ წელიწადში მისი დონე 40 სანტიმეტრით დაიკლებს და 10 წელში, სავარაუდოდ, დაახლოებით 1 მეტრით.
კასპიის ზღვა წყლის იზოლირებული რესურსია, რომელიც ოკეანეს არ უერთდება. მისი ზედაპირი ოკეანეების დონეზე 28 მეტრით დაბალია. კასპიის ზღვის "სიმაღლე" მეტწილად მასში ჩამდინარი მდინარეებით არის განპირობებული. წყლის ყველაზე დიდ რესურსს ის ვოლგას მდინარისგან იღებს.
საუკუნის ბოლოს მოსალოდნელია, რომ კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ვოლგას მდინარე კიდევ იარსებებს. თუმცა, რეგიონში 3℃-იანი ტემპერატურის მატება წყლის აორთქლებას მნიშვნელოვნად დააჩქარებს.
აღსანიშნავია, რომ ისტორიის მანძილზე, კასპიის ზღვა ზომაში მუდმივად იმატებდა და იკლებდა. 10 000 წლის წინ, კასპიის ზღვის დონე100 მეტრით დაბალი იყო, რამდენიმე ათასი წლის წინ კი, მისი დონე, დღევანდელთან შედარებით, რამდენიმე ათეული მეტრით მაღალი იყო.
ცვლილებების მიუხედავად, კასპიის ზღვასთან მცხოვრები ადამიანები და ცხოველები ადაპტაციას ახერხებდნენ. ათასწლეულების მანძილზე ადამიანების შექმნილი ინფრასტრუქტურა ზღვის დონის მატებას და კლებას არ დაუზიანებია, ცხოველები კი უბრალოდ ახალ გარემოებებს ეგუებოდნენ.
თუმცა, ახლა განსხვავებული ვითარებაა. ახლა კასპიის ზღვის დონის კლება დაჩქარებულია და დამატებით კლება ადგილობრივ პოპულაციებს, იქნებიან ეს ცხოველები თუ ადამიანები, სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
მომავალში, დროის გარკვეულ მონაკვეთებში, კასპიის ზღვის ზოგ სანაპიროზე ზღვა წელიწადში 100 მეტრით დაიხევს უკან. ასეთ სანაპირო ზოლებში აშენებელი ინფრასტრუქტურა, სანაოსნო და სათევზაო პორტები მალე უსარგებლო გახდება. ანუ მალე არალის ზღვის მსგავსი, ბევრად დაჩქარებულის სცენარის მომსწრეები შეიძლება გავხდეთ.
კომენტარები