Gatorade მალე ახალ ფიტნეს პროდუქტს გამოუშვებს, რომელიც ვარჯიშისას თქვენი ოფლიანობის დონეს შეამოწმებს და რეკომენდაციებს მოგცემთ იმის შესახებ, თუ რამდენ ხანში უნდა დალიოთ წყალი ვარჯიშის დასრულების შემდეგ. პაკეტში, რომლის შეძენასაც 25 დოლარად შეძლებთ, შევა როგორც აღნიშნული პროდუქტი, ასევე Gatorade’s Gx აპლიკაციაც. ორივე მათგანი ერთად დაგეხმარებათ, ეფექტიანად მიიღოთ წყალი და სწრაფადვე აღიდგინოთ ენერგია და ორგანიზმისთვის საჭირო წყლის რესურსი.

დასაკრობი მოწყობილობა, რომელიც მომხმარებელმა ვარჯიშის დაწყებამდე მარცხენა ხელის შიდა მხარეს უნდა მოირგოს, მოძრაობისას ადამიანის ოფლს ძაბრის საშუალებით შთანთქავს, შემდეგ კი მას ატარებს პატარა არხში, რომელიც ფერს იცვლის. ვარჯიშის დასრულების შემდეგ, საჭიროა აპლიკაციის გამოყენებით დასაკრობის სკანირება. Gastorade-ის მიხედვით, დასაკრობის სურათის საფუძველზე, აპლიკაცია მოგაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სხეულის სითხის რა ნაწილი დაკარგეთ და რა რაოდენობით ნატრიუმი გჭირდებათ რესურსების ბოლომდე აღსადგენად.

ფოტო: The Verge

გარდა ამისა, Gx აპლიკაცია თითოეულ ვარჯიშს შეუსაბამებს კონკრეტულ ინფორმაციას წყლის მიღების შეხახებ და მომხმარებელს მიაწვდის რეკომენდაციას იმის შესახებაც, თუ რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს რომელიმე კონკრეტული ვარჯიშის დაწყებამდე, ვარჯიშისას და მისი დასრულების შემდგომ. ყოველი ვარჯიშისთვის აპლიკაციაში საჭიროა შესაბამისი პროფილის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ დასაკრობი და აპლიკაცია ერთად 25$ ღირს, თითოეულის ღირებულება 12.5 $ გამოდის, რაც მაინც ძვირია იქიდან გამომდინარე, რომ დასაკრობის გამოყენება მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ. Gatorade-ის წარმოდგენით, ყოველი ახალი ვარჯიშისთვის უნდა შეიძინოთ ახალი დასაკრობი. მაგალითად, თუ მხოლოდ კალათბურთს თამაშობთ და დარბიხართ, მაშინ ერთი დასაკრობის საკმარისი უნდა იყოს თქვენთვის. ამასთან ერთად, Gatorade გირჩევთ, რომ შექმნათ ახალი პროფილი ყოველი განსხვავებული კლიმატისა თუ ტემპერატურის მქონდე გარემოსთვის, რომელშიც ვარჯიშობთ. ანუ, რაც უფრო მრავალფეროვან გარემოში გიწევთ ვარჯიში, მით მეტი დასაკრობი დაგჭირდებათ, რათა ზუსტად მოახერხოს აპლიკაციამ იმის გაზომვა, თუ რა რაოდენობით წყლის მიღება დაგჭირდებათ ძალების აღსადგენად.

ფოტო: cdn.vox-cdn.com

Gx Sweat Patch შესაძლოა ცოტა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, მისი მოხმარება საკმაოდ ლოგიკური და საჭიროა სერიოზული ათლეტებისთვის.