დღეს ინტერნეტს 5 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს, თუმცა, ცოტამ თუ იცის რომ ის ყველაფერი რაზეც ყოველდღიური წვდომა გვაქვს, რეალურად ინტერნეტის ძალიან მცირე ნაწილია, საუბარია დაახლოებით 4 პროცენტზე.

დიახ, ის რისი მოძიებაც Google-ით შეგვიძლია, ინტერნეტის სულ მცირე ნაწილია. ამის გარდა არსებობს, ღრმა ვები, რომელსაც ინტერნეტის უდიდესი ნაწილი უკავია და არის დარქნეტი, რომელიც არ არის დიდი, მაგრამ ადამიანებს თავისი იდუმალების გამო იზიდავს

ბნელ ინტერნეტში ანონიმურობა ბოლომდე დაცულია, იქ ისე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ ადამიანებს და შენაძენებიც გააკეთოთ, რომ ვერავინ გაიგებს თუ ვინ ხართ.

დარქნეტში უამრავი კრიმინალია, ვინც იარაღით, ნარკოტიკებით და მოპარული პირადი ინფორმაციით ფულს შოულობს. თუმცა, არიან ადამიანების, ვისთვისაც ინტერნეტში კონფიდენციალურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ბარაკ ობამამ ერთხელ აღნიშნა, — "თქვენ ვერ გექნებათ 100 % უსაფრთხოება და ამავდროულად 100 % პირადი სივრცე."

დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა სწორედ ეს არის, შევეცდებით გავიგოთ თუ როგორია ინტერნეტის ბნელი მხარე, რა ხდება დარქნეტში და სად გადის ზღვარი პირად სივრცეს და კრიმინალს შორის. ამაში კი, ჩვენი დღევანდელი სტუმარი, გიორგი ნონიკაშვილი, ჯეოლაბის ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი დაგვეხმარება.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Spotify

Apple Podcasts