Boeing 777-ის ძრავი ჰაერში აფეთქდა — პილოტებმა უსაფრთხოდ დაჯდომა შეძლეს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
United Airlines-ის ბოინგ 777 პარასკევს დენვერის აეროპორტიდან აფრინდა და მალევე ძრავის პრობლემა შეექმნა.
უფრო კონკრეტულად, თვითმფრინავის ორი ძრავიდან ერთ-ერთი აფრენიდან რამდენიმე ხანში, ჰაერშივე აფეთქდა და აალდა. ამის შესახებ ვიდეოები ბორტზე მყოფმა მგზავრებმა გავრცელეს.
იციდენტს მიწიდანაც უამრავი ადამიანი აკვირდებოდა. აფეთქებული ძრავის ნაწილები დენვერის სხვადასხვა უბანში ჩამოცვივდა
ინციდენტის დროს ბორტზე 231 მგზავრო და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.
საბედნიეროდ, პილოტების დამსახურებით, თვითმფრინავმა აეროპორტში დაბრუნება წარმატებით და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ შეძლო.
კომენტარები