მიხეილ ჩხენკელი

21 Feb. 2021, 17:39

ჩემი ღრმა რწმენით, ჯანსაღი ცხოვრების წესს, სკოლაშიც და უნივერსიტეტშიც, ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც წიგნს და განათლებას. შესაბამისად, ეს მოსაგვარებელი თემაა. ადვილი თემა არ არის, იმიტომ, რომ დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ფინანსებთან, მაგრამ დაწყება შეიძლება. შეიძლება ყველა სკოლას დასაწყისში არ ჰქონდეს თავისი მოედანი, მაგრამ იქ, სადაც გვაქვს, გავაკეთებთ ჩვენ გრაფიკს, რომ რამდენიმე სკოლამ, რომელიც ახლოს არის იმ მოედანთან, გამოიყენოს, როგორც თავისი სივრცე. სხვათაშორის, პლიუსი ამ მხარის ის არის, რომ სხვადასხვა სკოლა ერთმანეთს თუ შეეჯიბრება სპორტულ მოედანზე, რომელიც ორივე სკოლის სარგებლობაში იქნება, ეს ჩემი აზრით არის ძალიან კარგი და ამ მიმართულებით გვინდა, რომ წავიდეთ. თუმცა იდეალი, ის მიზანი, რასაც გვინდა მივაღწიოთ, არის რომ ყველა სკოლას თავისი ჰქონდეს, მაგრამ ამას დრო სჭირდება, რადგან დაკავშირებულია სერიოზულ ფინანსებთან. მაგრამ აქითკენ მივდივართ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის პასუხი კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატის შეკითხვაზე სკოლებში სპორტული მოედნების საჭიროების შესახებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ხაშურში ორ არასრულწლოვან გოგონას მანქანა დაეჯახა — მათი მდგომარეობა მძიმეა

გამოცემა მოზაიკას ინფორმაციით, დღეს, ხაშურში, ორ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა.  გავრცელებული ინფორმაციით 8 და 16…