ბირჟა მაფიის საქმეზე პროკურატურას ქებურიასთვის 37 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
ბირჟა მაფიის საქმეზე გიორგი ქებურიას დაკავების, პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო გენერალურ პროკურატურას მორალური და მატერიალური ზიანის სახით 36 815 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ავრცელებს, რომელიც ქებურიას ინტერესებს სასამართლოში იცავდა.
ბირჟა მაფიის წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.
GDI-ში აღნიშნავენ, რომ გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეწყდა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მის ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ნიშნები არ არსებობდა.
"საქმის კონტექსტის, წარდგენილი ბრალდების სიმძიმისა და იმ უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც გიორგი ქებურიას უკანონო დაკავებით, პატიმრობითა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნით მიადგა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და როგორც მორალური, ასევე მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა", — აცხადებენ GDI-ში.
ბირჟა მაფიას საქმე
პროექტ Birja Mafia-ს საქმე 2017 წლის ივნისში დაიწყო. ახალგაზრდული ვიდეო-ჟურნალის FlowFlow Magazine-ის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიპ-ჰოპ პროექტის, Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay-G (გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი) დააკავეს. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დაჭერის მიზეზი გახდა ჯგუფის ახალი კლიპი Birja Mafia — Tsl Shavi Zeda, სადაც ერთ-ერთ კადრში პოლიციელს ძაღლის საყელური უკეთია.
რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს.
რეპერების დაკავებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა. გამოსვლები იყო თბილისშიც და ქუთაისშიც, სახელწოდებით: "მეტი რაღა უნდა მოხდეს". აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან "ჩადების პრაქტიკასა" და გამოხატვის თავისუფლების გამო რეპერების დასჯას აპროტესტებდნეს.
საპროტესტო აქციის დღეს რეპერებს სოლიდარობა გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერამ. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა:
"თქვენთან ვარ ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება".
მომდევნო დღეს, 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას აღარ მოითხოვს. მიზეზად განმარტავდნენ, რომ "ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან ".
12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ გიორგი ქებურია გაათავისუფლა, მიშკა მგალობლიშვილს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
18 დეკემბერს, პროკურატურამ როგორც გიორგი ქებურიას, ასევე, მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განმარტა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები