ბილ გეითსის თქმით, ქვეყნები მცენარეული შემადგენლობის ხორცის წარმოებაზე უნდა გადავიდნენ
გასული საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, "ცუდი ბიჭის" რეპუტაცია მოიპოვა. ის სრული მონოპოლიისთვის იბრძოდა და როგორც ხუმრობით ამბობენ, აშშ-ს ანტიმონოპოლიური სამსახური Microsoft-თან ბრძოლაში განვითარდა.
თუმცა, მას შემდეგ ათობით წელი გავიდა და დროთა განმავლობაში ბილ გეითსი ერთ-ერთ უდიდეს ფილანთროპად მოგვევლინა. ის აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში. ამასთან, უამრავ საქველმოქმედო პროექტს აფინანსებს.
სულ ცოტა ხნის წინ, მან MIT Tech Review-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომავალი სინთეზური ხორცის უნდა იყოს და მდიდარმა ქვეყნებმა რეალურ ხორცზე უარი უნდა თქვან.
გეითსის თქმით, ღარიბ ქვეყნებს ბოლომდე სინთეზურ ხორცზე გადასვლა გაუჭირდებათ, მაგრამ ნელ-ნელა ესეც შეიცვლება.
"მე ვფიქრობ, რომ ყველა მდიდარი ქვეყანა 100 პროცენტით სინთეზური ხორცის წარმოებაზე უნდა გადავიდეს. თავიდან გემოში განსხვავება შესამჩნევი შეიძლება იყოს, მაგრამ ეტაპობრივად სინთეზური შემადგენლობის ხორცი ბევრად უფრო გემრიელი გახდება." — ამბობს ბილ გეიტსი.
გეიტსი მიიჩნევს, რომ მცენარეული შემადგენლობის ხორცი, ყველანაირ ხორცს ჩაანაცვლებს. შესაბამისად, აღარც ლაბორატორიაში გამოყვანილი ხორცი დაგვჭირდება. ეს ნიშნავს, რომ წარმოებაში, როგორც ასეთი ხორცი აღარ იარსებებს და ჩვენ გემოთი მასზე მიმსგავსებული საკვები გვექნება, რომელიც სრულად მცენარეული შემადგენლობის იქნება.
ამით მან, Memphis Meats, ლაბორატორიული ხორცის კომპანია გააკრიტიკა და მისი მცენარეული წარმოების კონკურენტები წაახალისა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გეითსს როგორც Memphis Meats-ში, ისე მცენარეული ხორცის კომპანიებში ინვესტიციები აქვს ჩადებული.
"ახლა ხალხს Memphis Meats-ის უჯრედულ დონეზე წარმოებული ხორცი მოსწონს, მაგრამ არ მგონია ამან საბოლოოდ გაამართლოს. მომავალში ხორცს აღარ შევჭამთ, ამიტომ მისი "სიმულაცია" ბოლომდე მცენარეული შემადგენლობის იქნება. ასეთი "ხორცი" ბევრად გემრიელიც იქნება." — თქვა ინტერვიუში ბილ გეიტსმა.
კომენტარები