პირველად ისტორიაში, რესტორანი ლაბორატორიაში დამზადებულ ხორცს გაყიდის
სინგაპურის რესტორანი პირველია მსოფლიოში, სადაც ლაბორატორიაში შექმნილი ხორცისგან დამზადებული საკვების მირთმევა შეგეძლებათ.
ქათმის უჯრედებიდან დამზადებული ხორცი აშშ–ში დაფუძნებულმა სტარტაპმა Eat Just–მა შექმნა. სულ ახლახან კი, სინგაპურის ერთ-ერთმა რესტორანმა განაცხადა, რომ ისინი მომხმარებელს სწორედ ასეთ ხორცს შესთავაზებენ. Eat Just-ის დევიზია, — "უბრალოდ ჭამა, მკვლელობის გარეშე."
პრეს-რელიზში ნათქვამი იყო, რომ პროდუქტი პირველად მიეწოდებოდა "ახალგაზრდებს, რომლებიც მზად არიან უკეთესი სამყაროს შექმნისთვის."
”მე გაოცებული და მოხარული ვარ”, — თქვა რესტორნის 11 წლის სტუმარმა და დასძინა, რომ — ”ეს გადაარჩენს ბევრ ცხოველს.”
აღსანიშნავია, რომ Eat Just-ის ქათმის ხორცი, იზრდება უჯრედების სახით ბიორეაქტორების შიგნით, სადაც ის კომბინირებულია სხვა მცენარეულ ინგრედიენტებთან.
ამჟამად, მსგავსი ხორცი ჯერ კიდევ უფრო ძვირია, ვიდრე სტანდარტული, თუმცა, სტარტაპი იმედოვნებს, რომ მნიშვნელოვნად გააფართოვებს წარმოებას, რათა მომავალში მათი პროდუქტი უფრო იაფი გახდეს, ვიდრე ეს რეალური ქათმის ხორცია.
”ჩვენ ვიწყებთ ერთი რესტორნით და შემდეგ მოვიცავთ სხვებსაც. საბოლოოდ კი, საცალო ვაჭრობაზეც გადავალთ.” — განაცხადა Eat Just-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოშ ტეტრიკმა.
ამ პროდუქტმა უკვე ბევრი მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო. საინტერესოა, რა იქნება ხორცის მომავალი.
კომენტარები