Twitter Clubhouse-ის მსგავსი საერთო აუდიო ჩატის შექმნაზე მუშაობს
ტვიტერი თავისი ახალი ფუნქციის, Spaces-ს ტესტირებას განაგრძობს. ეს არის Clubhouse-ის მაგვარი სივრცე, სადაც ადამიანებს საერთო სასაუბრო "ოთახების" შექმნა და ერთამენთში მხოლოდ ხმოვანი სახით კომუნიკაცია შეუძლიათ.
მაშინ, როცა ფუნქცია პირველად გაეშვა, მასში 1 000 ტესტერი იყო ჩართული. დღეს ტვიტერი ამ რიცხვის 3 000-ით გაზრდას გეგმავს და ტესტირების ბეტა რეჟიმზე გადადის. პირველი პირველი ათასეულისთვის ეს ფუნქცია დეკემბერში გახდა ხელმისაწვდომი.
ტვიტერს პროცესის დაჩქარება სურს, რადგან Clubhouse-ის მაგალითზე დაკვირვებით ნათელი გახდა, რომ ასეთი ფუნქციის საჭიროება მომხმარებლებს შორის ნამდვილად არსებობს. Clubhouse-მა პოპულარობის მოპოვება მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი გამოყენება ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწე წამყვანმა პირებმა დაიწყეს, ერთ-ერთი ასეთი კი ილონ მასკი გახლდათ. ამ ყველაფრის შემდეგ აპლიკაციის მომხმარებელთა რიცხვი დრამატულად გაიზარდა და 3-დან 5 მილიონამდე ავიდა, დღეს ეს რიცხვი კი უკვე გაცილებით მაღალია.
კომენტარები