ილონ მასკი ამბობს, რომ ტვინის იმპლანტიანი მაიმუნი ჰყავს, რომელიც ვიდეოთამაშებს ართმევს თავს
ილონ მასკი ამბობს, რომ მის სტარტაპს Neuralink ჰყავს მაიმუნი, რომლის ტვინშიც ნეირონული ინტერფეისია მოთავსებული და ის გონებით ვიდეოთამაშებს ართმევს თავს.
"ის ბედნიერი მაიმუნია", — თქვა მასკმა, რომელიც Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და უამრავი ფუტურისტული იდეის ავტორია. მათ შორისაა Neuralink — სტარტაპი, რომელიც ტვინი-კომპიუტერი ინტერფეისის შექმნაზე მუშაობს. მისი თქმით, ნეირონულ ინტერფეისიანი მაიმუნის ამსახველ ვიდეოს კომპანია მალე გაავრცელებს.
მასკმა აღნიშნულის შესახებ Clubhouse-ში ისაუბრა — სოციალურ აპლიკაციაში, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა საუბრებს მართავენ ხოლმე. სხვათა შორის, ეს არის პლატფორმა, რომელიც აუდიო კონფერენციებს უზრუნველყოფს და დაახლოებით, 10 დღის წინ, 3 მილიონი მომხმარებლიდან 5 მილიონამდე ძალიან სწრაფად ავიდა.
"ჩვენ გვყავს მაიმუნი, რომელსაც თავის ქალაში ინტეგრირებული აქვს უსადენო იმპლანტი, რომელიც ტვინს წვრილი სადენებით უკავშირდება და მას ვიდეოთამაშების თამაში გონებით შეუძლია", — განუცხადა მასკმა რამდენიმე ათასი ადამიანისგან შემდგარ აუდიტორიას, Clubhouse-ზე ჩართვისას. "თქვენ არ შეგიძლიათ ნახოთ, თუ სადაა იმპლანტი და ის ბედნიერი მაიმუნია. ჩვენ გვაქვს ყველაზე კარგი პირობები მაიმუნებისთვის მთელ მსოფლიოში. გვინდა მათ ერთმანეთთან გონებით თამაში შეძლონ", — დასძინა მასკმა.
მასკის აუდიოჩართვის სრული ვერსიის მოსმენა ქვემოთ მოცემულ ჩანაწერში შეგიძლიათ.
ამავე თემაზე:
კომენტარები