SpaceX-ის ახალი გეგმა — Starlink-ის სატელეფონო მომსახურება
SpaceX-მა კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას მიმართა და Starlink-ისთვის სატელეფონო მომსახურების მიღება მოითხოვა. საუბარია ხმოვან შეტყობინებებზე.
SpaceX გიგაბაიტობით მონაცემებს ხელოვნური თანამგზავრებიდან არ გამოგზავნის. ეს უფრო სახმელეთო გადაწყვეტილებაა, რომელიც არსებულ კავშირებს გამოიყენებს, მათ შორის, საზოგადოებრივ სატელეფონო ქსელებს, რომელსაც ადგილობრივი ტელეკომუნიკაციები იყენებენ.
SpaceX-მა აღნიშნა, რომ VoIP (Voice over Internet Protocol)-ის სერვისების შექმნაც სურს. ასეთი სერვისით მომხმარებელი ხმოვანი შეტყობინებებს Starlink-ის ინტერნეტით გაგზავნის.
ამასთან, SpaceX დამოუკიდებელი ხმოვანი შეტყობინებების პროგრამებს ეძებს, რასაც Starlink-ის ქსელში გამოიყენებს. ასევე განიხილება ხმოვანი შეტყობინებების სპეციალური პროგრამების შექმნაც.
ამ მომენტისთვის, Starlink-ის ინტერნეტის მომსახურებას დაახლოებით 10 000 მომხმარებელი იყენებს. ეს მათ თვეში 99 დოლარი უჯდებათ. ხოლო საჭირო მოწყობილობების შესაძენად, ერთჯერადი გადასახადი 499 დოლარია. უახლოეს მომავალში, "The Lifeline სუბსიდირების" ფარგლებში, გადასახადი სულ რაღაც 9 დოლარით დაიკლებს.
თუმცა, ილონ მასკის კომპანია მომავალში ამ მომსახურების მიწოდებას, დაბალი შემოსავლების მქონე მომხმარებლებისთვისაც გეგმავს.
კომენტარები