მთვარეზე წყლის არსებობა დედამიწის მაგნიტოსფეროს ზემოქმედების შედეგია — კვლევა
გასულ წელს ასტრონომებმა მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს — მთვარის ზედაპირი წყლითაა სავსე. ამ აღმოჩენის შემდეგ კი დაიწყეს იმის კვლევა, თუ საიდან გაჩნდა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე წყალი.
ამ მოვლენის ასახსნელად არაერთი ვარაუდი მოგვისმენია. მათ შორის, მიიჩნეოდა, რომ შეიძლება ეს წყლის შემცველი ასტეროიდებით მთვარის "დაბომბვას", ან მოლეკულების მაიონიზირებელ მზის ქარს უკავშირდებოდეს. მაგრამ უახლესი კვლევის მიხედვით, ამის მიზეზი შეიძლება დედამიწის მაგნიტოსფერო იყოს. კვლევა ცოტა ხნის წინ ჟურნალ Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.
სინამდვილეში, ეს კვლევა ემთხვევა მზის ქარის ჰიპოთეზას, მაგრამ აქ დამატებით განმარტებულია კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც, კვლევის მიხედვით, მთვარეზე წყლის არსებობას იწვევს.
UCLA–ს პრესრელიზში ნათქვამია, რომ მოსაზრება იმის შესახებ, რომ მთვარეზე წყლის არსებობა ნაწილობრივ მაინც დაკავშირებულია მზის ქარების ჰიპოთეზასთან, საკმაოდ ფართოდ არის მიღებული ამ სფეროს ექსპერტების მიერ. მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგივე მზის ქარები უნდა აორთქლებდეს მთვარეზე არსებული წყლის ნახევარს, სავსემთვარეობის პერიოდში.
ახალი კვლევის თანახმად, მთვარეზე წყალი სავსვემთვარობისას არ ქრება. ამის ნაცვლად, წყლის მარაგს კიდევ უფრო ზრდის პლანეტარული მაგნიტური ქარები, შექმნილი მზის ქარისა და დედამიწის მაგნიტურ ველს შორის ურთიერთქმედებით, რაც მთვარის ზედაპირზე კიდევ უფრო ძლიერ მოლეკულების მაიონიზირებელ პროცესს იწვევს.
საინტერესო და სიმბოლური განაცხადია, რომ დედამიწა ხელს უწყობს ბუნებრივი თანამგზავრის წყლით მომარაგებას. მეორე მხრივ, აბსტრაქტული სამეცნიერო შიშის გარდა, დედამიწის მაგნიტოსფეროს ზემოქმედების შესახებ ცოდნა, შესაძლოა, დაეხმაროს კოსმოსურ სააგენტოებს, ასტრონავტების უკეთ დაცვაში კოსმოსური გამოსხივებისგან — ნათქვამია პრესრელიზში.
აღსანიშნავია, რომ წყალი სხვა სამყაროებში უხვად აღმოჩნდა — და იმის გარკვევა, თუ როგორ აღმოჩნდა იგი მთვარეზე, დაგვეხმარება გავერკვეთ, თუ რა მოხდა შორეულ პლანეტებზე.
ასევე იხილეთ:
კომენტარები