ატლანტის ოკეანე სულ უფრო ფართოვდება — რას ნიშნავს ეს
ატლანტის ოკეანე სტაბილურად ფართოვდება და მეცნიერებს ბოლომდე არ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ.
ოკეანის ქერქის ქვეშ სეისმური აქტივობების უკეთ გასაგებად, 2016 წელს იტალიის და გაერთიანებული სამეფოს მეცნიერებმა მის ფსკერზე 39 სეისმომეტრი ჩაუშვეს. მათ ეგონათ, რომ ძიების პროცესი სტანდარტული და არაფრით გამორჩეული იქნებოდა. ამის საპირისპიროდ, მეცნიერებმა უცნაური ახალი ფენომენი აღმოაჩინეს, რომელიც ოკეანის კიდეებს ერთმანეთს აშორებს. ამ აღმოჩენამ, ტექტონიკური მოძრაობების ნაწილობრივი გადახედვაც კი მოითხოვა.
უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ატლანტის ოკეანის ქვეშ სეისმური აქტივობების ნამდვილი კერაა. შუაატლანტიკური ქედის ქვეშ, ქვედა მანტიაში, მაგმას გიგანტური ნაკადი მიედინება, რაც ოკეანის გაფართოებას იწვევს. მეცნიერებმა ეს პროცესი გაწელილ პიცას შეადარეს.
ეს იგივე ფენომენია, რამაც შექმნა ვულკანური კუნძულები, როგორიცაა ჰავაი და ისლანდია.
თავიდან მეცნიერებმა ჩათვალეს, რომ ატლანტის ოკეანე, გეოლოგიური თვალსაზრისით, წყნარ ოკეანეზე გაცილებით მშვიდი იყო. თუმცა, ახალი კვლევის თანახმად, ტექტონიკური ფილების მოძრაობის მხრივ, ატლანტის ოკეანე ბევრად აქტიურია, ვიდრე ეს ადრე ეგონათ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი, იმის ბოლომდე გასაგებად, თუ რა ხდება ატლანტის ოკეანეში.
კომენტარები