შექმნეს AI, რომელიც თამაშობს ჭადრაკს როგორც ადამიანი და არა როგორც სუპერკომპიუტერი
ჩვენ, უბრალო მოკვდავი ადამაინები, ჭადრაკში დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით დაუმარცხებლები, იქამდე სანამ შევქმნიდით კომპიუტერებს, რომლებიც ამ საქმეში გვაჯობებდნენ. მეცნიერები წლებია ქმნიან კომპიუტერებს და სუპერკომპიუტერებს, რომლებიც ადამიანებისგან განსხვავებულად, უფრო ჭვკიანურად თამაშობენ ჭადრაკს. თუმცა, ახლა მკვლევართა ჯგუფმა შეიმუშავა ჭადრაკის მოთამაშე AI, რომელიც მიზნად არ ისახავს იყოს სუპერკომპიუტერი, არამედ ცდილობს ჩვენსავით, ადამიანისავით ითამაშოს.
ხელსაწყო, სახელად The Maia სულაც არ ასრულებს უჭკვიანეს სვლებს ჭადრაკის დაფაზე. ამის ნაცვლად, ის ცდილობს გაიმეოროს ის, რასაც ადამიანი გააკეთებს. AI შეიქმნა კორნელის უნივერსიტეტის, ტორონტოს უნივერსიტეტისა და Microsoft-ის მკვლევრების კოლაბორაციის შედეგად.
მკვლევარებმა The Maia შესაქმნელად გამოიყენეს ღია წყაროს სისტემა Leela, რომელიც დაფუძნებულია DeepMind's AlphaZero–ზე. მათ ეს მოდელი შექმნეს ადამიანების მიერ ნათამაშები მილიონობით ონლაინ თამაშის მონაცემებიდან. ამ მიდგომის გამოყენებამ მკვლევარებს საშუალება მისცა The Maia-ში განევითარებინათ სხვადასხვა უნარი. მათ გაწვრთნეს AI–ის მრავალი ვერსია, სხვადასხვა უნარებით. მათ შექმნეს ცხრა ბოტი იმ ადამიანებთან სათამაშოდ, რომლებსაც ჭადრაკის თამაშისას, აქვთ შეფასებები 1100–დან 1900-მდე.
დეკემბერში მკვლევრებმა The Maia ხელმისაწვდომი გახადეს საჭადრაკო საიტზე lichess.org. პირველ კვირას ადამიანებმა 40 000-ზე მეტი თამაში ითამაშეს მის წინააღმდეგ. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ The Maia ადამიანის სვლების ნახევარზე მეტს ემთხვეოდა, ხოლო მოთამაშის სათამაშო დონის ამაღლებასთან ერთად, სიზუსტე იზრდებოდა. მათ თქვეს, რომ სისტემას შეეძლო გამოეცნო რა შეცდომებს უშვებდნენ მოთამაშეები სხვადასხვა სათამაშო დონეზე.
კომენტარები