იდუმალი ფრენა რეაქტიული კოსტიუმით თუ დრონს მობმული მანეკენი — ახალი მოსაზრება
გასულ წელს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, საჰაერო სივრცეში რამდენიმე საიდუმლოებით მოცული სანახაობა შედგა. მფრინავების მტკიცებით, მათ დააფიქსირეს პიროვნება, რომელსაც რეაქტიული კოსტიუმი ეცვა და თითქმის 1000 მეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა, LAX-ის მახლობლად.
რამდენიმეთვიანი, FAA-ისა და FBI-ის გამოძიების შემდეგაც, ჯერ კიდევ გაუგებარია, რა დაინახეს ავიაკომპანიის მფრინავებმა — ვიდეოზე ასახული კადრების ახსნა ჯერ კიდევ არ მომხდარა.
მაგრამ, The Drive-ზე დაყრდნობით, ჩვენ გვაქვს ახალი მოსაზრება: შესაძლოა, ლოს-ანჯელესში დაფიქსირებული რეაქტიული კოსტიუმი რეალურად დრონია, რომელზეც დამაგრებულია მანეკენი.
The Drive-ის სტატიაში მოყვანილია ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია გერმანელი RC ენთუზიასტი რალფ კაიზერი და მის მიერ შექმნილი დრონი, რომელზეც დამაგრებულია "რეაქტიულკოსტიუმიანი" მანეკენი. ამ კადრებზე დაყრდნობით კი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლოს-ანჯელესში დაფიქსირებული პიროვნება რეალური არ არის და მხოლოდ მანეკენისა და დრონის ერთობას წარმოადგენს.
"მაიკ ბუმბერგერმა, FBI-ის აგენტმა განაცხადა, რომ FBI–იმ განიხილა ინტერვიუ ამერიკული ავიახაზების პილოტთან, რომელმაც დააფიქსრა მფრინავი, ლოს-ანჯელესის აეროპორტის მახლობლად", — წერს საავიაციო უსაფრთხოების მენეჯერი ჯონ ბლანკო. The Drive-ის ვიდეოს ნახვის შემდეგ, პილოტმა თქვა, რომ: "რაც მან დაინახა, რალფ კაიზერის მიერ შექმნილი დრონის მსგავსი იყო."
Drive-მა ასევე შეძლო ადგილობრივი მწარმოებელის, Jetpack Aviation-ის ეჭვმიტანილთა სიიდან ამოღება. საინფორმაციო საშუალებების მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დევიდ მეიმენმა, Jetpack Aviation-ის მთავარმა პილოტმა, გამომძიებლებს განუცხადა, რომ მათ თვეებია არ ჰქონიათ ფრენა.
მეიმანმა ასევე განუცხადა გამომძიებლებს, რომ მას არ სჯერა იმის, რომ რომელიმე რეაქტიული კოსტიუმის პილოტი შეძლებს, ფრენისას სიმაღლის შენარჩუნებას 1000 მეტრზე.
ასევე იხილეთ:
კომენტარები