როგორ შეაქეს თანაგუნდელებმა ახალი თავმჯდომარე
ფოტო: ფოტო კადრიდან/ ფორმულა
ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ქება პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დაიწყო. სანამ კობახიძეს ოფიციალურად დაამტკიცედნენ, წარდგენისას კალაძემ თქვა, რომ გუნდს მისი დიდი ხნის მეგობარი, თანამებრძოლი და "ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი" უხელმძღვანელებს.
მას, რა თქმა უნდა, ამის ძალა შესწევს. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მასშტაბის პოლიტიკური ლიდერის შემდეგ, ძალიან რთულია ამ საპასუხისმგებლო პოზიციის დაკავება. თუმცა, თუ იმ არაჩვეულებრივი გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დატოვა, ვინმეს ხელეწიფება საუკეთესო ინტერესების დაცვით უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, ეს ირაკლი კობახიძეა
თავის მხრივ, კობახიძემ მადლობა გადაუხადა კალაძეს "თბილი წარდგენისთვის".
"ნამდვილად საამაყოა, როცა ნამდვილი ჩემპიონი და ლიდერი ასეთი სიტყვებით წარგადგენს", — განაცხადა მან.
ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველად ყოფილი პრემიერმინისტრი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. თუმცა მას კობახიძის საქებარი ბევრი არაფერი უთქვამს და რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ გუნდი იღებს ერთიან პასუხისმგებლობას გამოწვევების დაძლევაზე.
"მინდა მივულოცო პარტიის თავმჯდომარეს მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა", — თქვა მან.
განათლებული, ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერია
ღარიბაშვილის შემდეგ "მეგობარს, თანაგუნდელს და გამორჩეულ ლიდერს" დანიშვნა მიულოცა პარლამენტის თამვჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.
"როგორც ხედავთ, მას აქვს ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა გუნდისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდის მხარდაჭერით თავს გაართმევს ამოცანებს, რომელიც ჩვენი პარტიის წინაშე, როგორც მმართველი პარტიის წინაშე დგას.
მას გამორჩეული თვისებები აქვს, ის არის გამოცდილი პოლიტიკური ლიდერი. უშუალოდ აქვს წვლილი შეტანილი პარტიის განვითარებაში. ასევე, არაერთი წარმატებულ საარჩევნო კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა. განათლებული, ახალგაზრდა, ენერგიული ლიდერია", — განაცხადა მან.
იქვე, თალაკვაძეს ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისადმი განსაკუთრებული მადლობაც არ დავიწყებია.
"მე მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს ყველა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან პარტიის მშენებლობის, საერთო წარმატების საქმეში ჩადო, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენმა გუნდმა და საზოგადოებამ ერთად გააკეთა. რა თქმა უნდა, ეს იყო გამორჩეული წლები, საინტერესო პოლიტიკური პერიოდი", — განაცხადა მან.
ბატონი ირაკლი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი
პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, გორგი კახიანმა აღნიშნა, რომ მათი ახალი თავმჯდომარე გამოცდილი პოლიტიკოსია.
"მას ერთხმად დაუჭირა ყრილობამ მხარი. ბატონი ირაკლი არის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსი, იგი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩართული პარტიულ საქმიანობაში და რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ მას ასეთი ნდობა გამოეცხადა", — განაცხადა კახიანმა.
გუნდში ცვლილებები და კობახიძის არჩევა პოზიტიურად შეაფასა ირაკლი ზარქუამაც.
"დღეს აირჩია გუნდმა ლიდერი ბატონი კობახიძის ხელმძღვანელობით და მგონია, რომ იმ გამოწვეებს, რაც გვაქვს ქვეყანაში, ყველა ერთად გადავლახავთ. შევაფასებ ძალიან პოზიტიურად, დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძის ხელძღვანელობით ჩვენი გუნდი გამოწვევებს ძალიან ღირსეულად გაუმკლავდება", — აღნიშნა ზარქუამ.
თანაგუნდელებს საერთო მადლობა გადაუხადა კობახიძემ და თქვა, რომ გუდში "შესანიშნავი ურთიერთობებია" ჩამოყალიბებული, რასაც ემატება პარტიის ლიდერების მეგობრობა.
"არის ძალიან მეგობრული ურთიერთობები პოლიტიკის მიღმა პარტიის ლიდერებს შორის. მე მათ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ მეგობრობისთვის, თანადგომისთვის, გვერდში დგომისთვის", — განაცხადა მან.
ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე ერთხმად დაამტკიცეს. მან თანამდებობაზე პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი შეცვალა, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ უკვე მეორედ გააკეთა განცხადება.
ირაკლი კობახიძემ 2015 წელს პარტია ქართულ ოცნებაში აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დაიკავა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის მოადგილე, ხოლო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე — საარჩევნო შტაბის უფროსი.
2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016 წლიდან 2019 წლის ივნისამდე თავმჯდომარე) ქართული ოცნების პარტიული სიით.
2019 წლის 20 ივნისის მოვლენების დროს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებისას, რომელსაც თბილისი მასპინძლობდა, ასამბლეის პრეზიდენტი, რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდა, რათა სხდომა წაეყვანა.
რუსი დეპუტატის თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომამ მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია, რაც საბოლოოდ მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. კობახიძე ამ დროს ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. აქციის მონაწილეები გავრილოვის ქვეყნიდან წასვლასა და კობახიძის გადადგომას ითხოვდნენ. გარდა ამისა, ისმოდა მთავრობისა და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნები.
საბოლოოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა. ორმა პირმა თვალი დაკარგა, კიდევ რამდენიმემ მხედველობა.
გავრილოვის ღამის მეორე დღეს ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, თუმცა გუნდში მაინც გავლენიან ფიგურად რჩებოდა. 2020 წლის არჩევნების დროს იყო პარტიული სიის მესამე ნომერი და პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი.
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები