პროგრამისტს პაროლი დაავიწყდა და შეიძლება, $240 მილიონის ღირებულების ბიტკოინი დაკარგოს
სტეფან თომასს პაროლის ცდის მხოლოდ ორი შანსი აქვს დარჩენილი, რომ არ დაკარგოს 240 მლნ დოლარის ქონება.
თომასი სან–ფრანცისკოში მცხოვრები პროგრამისტია, ათი წლის წინ მას გადაეცა 7 002 ბიტკოინი ჯილდოს სახით, ვიდეოს შექმნისთვის, რომელშიც ახსნილია თუ როგორ მუშაობს კრიპტოვალუტა.
იმ დროს, როდესაც მას ჯილდო გადასცეს, თითოეული ბიტკოინი დაახლოებით 2-დან 6 დოლარამდე ღირდა. სტეფნმა ბიტკოინი ციფრულ საფულეში შეინახა და მისი პაროლი... დაავიწყდა.
ახლა ერთი ბიტკოინი $34 000-ზე მეტი ღირს, ხოლო მისი ქონება შეფასებულია $240 მლნ დოლარად. მაგრამ სამწუხაროდ, თომასს ელექტრონული საფულის პაროლი არ ახსოვს.
გერმანიაში დაბადებულმა თომასმა პაროლი უკვე რვაჯერ შეიყვანა არასწორად და თუ კიდევ ორჯერ შეცდება, ის ფულზე წვდომას ვეღარასდროს მიიღებს.
თომასის თქმით, მან სცადა თავისი რვა ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლი, რომ მიეღო IronKey მყარ დისკზე წვდომა, მაგრამ ყველა მათგანი არასწორი აღმოჩნდა. საფულე, მეათე არაზუსტი ცდის შემდეგ, ავტომატურად იბლოკება.
"უბრალოდ საწოლში ვიწექი და ვფიქრობდი პაროლზე", — უთხრა ტომასმა New York Times- ს. "შემდეგ კომპიუტერთან მივდიოდი ახალი პაროლის იდეეით და ის მაინც არასწორი იყო და ისევ სასოწარკვეთილი ვრჩებოდი."
თომას მდგომარეობის გასაჯაროების შემდეგ, სტენფორდის ინტერნეტ ობსერვატორიის ინტერნეტ უსაფრთხოების ექსპერტმა ალექს სტამოსმა თქვა, რომ მას შეეძლო პაროლის გატეხვა ექვსი თვის განმავლობაში, თუ თომასი მას თანხის 10 პროცენტს მისცემდა
"ჰმ, 220 მილიონი დოლარი დაბლოკილი ბიტკოინის ანგარიშში, თქვენ მხოლოდ 10 პაროლის ცდა გაქვთ, მე შევძლებ 6 თვის განმავლობაში პაროლის გამოცნობას, თახნის 10 პროცენტად გავაკეთებ ამას, დამირეკე!" — თქვა მან Twitter-ზე.
კრიპტოვალუტის მონაცემთა ფირმის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მან დაადგინა, რომ ბიტკოინების დიდი ნაწილი, დაკარგული ან მიუწვდომელ საფულეებშია ჩარჩენილი.
2013 წელს უელსელმა IT მუშაკმა ჯეიმს ჰოველსმა შემთხვევით გადააგდო მყარი დისკი, რომელშიც 7 500 ბიტკოინი იყო. იმ დროს დაკარგული ბიტკოინები დაახლოებით 4 მილიონი ფუნტი ღირდა. ახლა მათი ღირებულება 250 მილიონ დოლარზე მეტია.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები