Intel, უახლესი ჩიპებით, 2021 წლისთვის უსწრაფეს გეიმინგ ლეპტოპებს გვპირდება
წინა წელს Intel-მა მეთერთმეტე თაობის Tiger Lake პროცესერობი გამოუშვა. CES 2021-ისთვის კი კომპანია მეთერთმეტე თაობის პირველ H-სერიის ჩიპებს გამოუშვებს, რომელიც Tiger Lake-ის შესაძლებლობებს კიდევ უფრო მეტ კომპიუტერში გადაიტანს.
H-სერიის ჩიპები თავიდან 35W-იანი იქნება და არა 45-იანი, როგორც Intel-ის ყველაზე მძლავრ გეიმინგ ლეპტოპებში ვხედავთ. მიუხედავად ამისა, 35W-იანი ჩიპების შთამბეჭდავ შესაძლებლობას იძლევა. მათი მოთავსება უფრო მსუბუქ და პატარა ლეპტოპებში შეიძლება, რაც მაღალი ხარისხის გეიმინგს უფრო პატარა ზომის კომპიუტერებისთვისაც შესაძლებელს გახდის.
ახალ ჩიპებს Intel Killer Wi-Fi 6-ის ან 6E-ის, 3 200 MHz-ის DDR4-ის და Thunderbolt 4-ის მხარდაჭერა ექნებათ. ჩიპებთან თანამედროვე ვიდეობარათების ინტეგრაციაც შეიძლება.
მიუხედავად იმისა, რომ მე-11 თაობის ჩიპები ამ დროისთვის ზოგისთვის შეიძლება არც ისე გასაოცარი ამბავი იყოს, Intel-ში ამბობენ, რომ სამომავლოდ 8 ბირთვიან პროცესორს გამოუშვებენ, რომელიც 5GHz-ის სიჩქარეს მიაღწევს. ეს ამ წლის პირველი კვარტალის ბოლოს არის მოსალოდნელი, თუმცა დეტალები ცნობილი არ არის.
მეთერთმეტე თაობის H35 ჩიპებს მოქმედებაში ამ წლის CES-ზე ვიხილავთ. Acer, Asus, MSI და Vaio არაერთ ლეპტოპს ამ ჩიპზე აამუშავებს და წლის პირველ ნახევარში ზემოხსენებული ჩიპით, სავარაუდოდ, 40-მდე მოდელი აღიჭურვება.
კომენტარები