სან დიეგოს ზოოპარკში გორილებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ
აშშ-ში პირველად, ახალი კორონავირუსი პრიმატებს დაუფიქსირდათ. ზოოპარკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გორილებში კორონავირუსი სავარაუდოდ ასიმპტომატური თანამშრომლისგან გავრცელდა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს იცავდა.
ვეტერინარები 8 ინფიცირებულ გორილას ყურადღებით აკვირდებიან. როგორც ჩანს ამ პრიმატებს სერიოზული სიმპტომები არ აღენიშნებათ. "გაციებას და ხველებას თუ არ ჩავთვლით, გორილები კარგად არიან", — ამბობს სან დიეგოს ზოოპარის აღმასრულებელი დირექტორი, ლისა პეტერსონი.
აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები მხოლოდ 3 გორილას აღენიშნება. თუმცა, იმის გამო რომ პრიმატები მჭიდროდ ცხოვრობენ, ვირუსი, სავარაუდოდ, ყველა მათგანს აქვს.
აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს ზოოპარკი პანდემიის გამო დროებით დახურულია და ინფიცირებული გორილები "საჯარო კეთილდღეობისთვის რისკს არ წარმოადგენენ". წინა წელს, როცა პანდემია დაიწყო, ზოოპარკში უსაფრთხოების ზომები შემოიღეს, რათა დამთვალიერებლებს შორის ფიზიკური დისტანცია შენარჩუნებულიყო. ამასთანავე, გალიებზე სპეციალური ბარიერები დაყენდა, რათა ვირუსისგან ცხოველებიც დაცული ყოფილიყვნენ.
აშშ-ში პანდემია ჯერ კიდევ მწვავედ მიმდინარეობს. ქვეყანაში კორონავირუსს 375 000 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის ადამიანებიდან ცხოველებზე გავრცელების შემთხვევები მანამდეც ცნობილი იყო. ჯერ კიდევ აპრილში, კორონავირუსი კატას აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი ვირუსი ვეფხვს, ქრცვინებს და ლეოპარდს დაუდგინეს.
კომენტარები