ნახეთ: Vuzix-მა CES ღონისძიებაზე ახალი ჭკვიანი სათვალე წარადგინა — ვიდეო
გაფართოებული რეალობისა და სამომხმარებლო ტექნოლოგიური პროდუქტების პროვაიდერი Vuzix დაბრუნდა CES 2021-ზე კიდევ ერთი, გაუმჯობესებული ჭკვიანი სათვალით. უახლესი წყვილი მუშაობს microLED ტექნოლოგიით, ჩინურ ფირმასთან Jade Bird Display-თან პარტნიორობის წყალობით. MicroLED დისპლეები ბოლო წლებში გაჩნდა, როგორც OLED ეკრანების ეფექტური ალტერნატივები, ეს მიმართულება კი, ძირითადად, სატელევიზიო სივრცეში მიიწევს წინ.
სათვალე საშუალებას იძლევა ულტრა მცირე, მაგრამ ძლიერეკრანიანი პროექტორები მოთავსდეს ჭკვიანი სათვალის ორივე მხარეს, რაც, Vuzix–ის დამსახურებით, საკმაოდ ახლოს მიიყვანს ამ ტექნოლოგიას საზოგადოებაში დამკვიდრებასთან.
კომპანია Vuzix-ს, სურათის შუშის შიგნით გამოსახვისთვის, რამდენიმე ტექნოლოგია აქვს შერწყმული. შედეგად კი, სათვალეს შეუძლია სტერეოსკოპული, მონოქრომული ან ფერადი გამოსახულების პროექტირება ორივე ლინზაზე, სხვადასხვა პიქსელის სიმკვრივით და რეზოლუციით, პროგრამული უზრუნველყოფის მოთხოვნებიდან გამომდინარე.
Vuzix ამბობს, რომ მოწყობილობა მხარს დაუჭერს Wi-Fi-ს და LTE-ს, ასევე სტერეო დინამიკებსა და ხმაურის ჩამხშობ ტექნოლოგიას. სათვალეში ასევე იქნება Android და iOS მხარდაჭერილი ჟესტებზე დაფუძნებული სენსორული საშუალებები, სავარაუდოდ, მობილური აპლიკაციების გასაკონტროლებლად. Vuzix–ის წინა 1 000 დოლარიანი Blade მოდელისგან განსხვავებით, ამ ახალ ვერსიას ჯერ არ აქვს ოფიციალური პროდუქტის დასახელება ან ფასი, თუმცა, როგორც TechCrunch იუწყება, კომპანია ზაფხულში აპირებს პროდუქტის გამოშვების თარიღის დასახელებას.
რა თქმა უნდა, მიმდინარე წელს ვირტუალური CES ღონისძიების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო დამსწრეების მხრიდან ჭკვიანი სათვალეების გატესტვა, როგორც ჩვეულებრივ გამოფენაზე ხდებოდა. თუმცა, Vuzix-ის ახალი სათვალე და მისი შესაძლებლობები ტოვებს პრაქტიკული პროდუქტის შთაბეჭდილებას და მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად კარგად მუშაობს კომპანია.
Vuzix–ის ჭკვიანი სათვალეები, რომლებიც უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე ჭეშმარიტი AR, უფრო მეტად მიმართულია წარმოების განვითარებისკენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2015 წელს Intel–მა შეიძინა 30 პროცენტიანი წილი როჩესტერში, ნიუ–იორკში დაფუძნებულ კომპანიში.
მიუხედავად მომხმარებელთა მცირე დაინტერესებისა და გაყიდვების მცირე რაოდენობისა, AR და VR სათვალეების ბაზარი მაინც მზარდია და კომპანიები ამ მიმართულებით ინოვაციების შექმნას აგრძელებენ. მათ შორის, Amazon უკვე შემოვიდა ჭკვიანი სათვალეების ბაზარზე თავისი Echo Frames-ით, Facebook ასევე მუშაობს ჭკვიან სათვალეზე Ray-Ban-თან პარტნიორობით. გარდა ამისა, ჭორები კვლავ ვრცელდება Apple–ის გეგმებზე, რომ კომპანია აპირებს შექმნას AR მოწყობილობა ან ჭკვიანი სათვალე, უახლოეს მომავალში.
კომენტარები