CIA-ის მონაცემები უცხოპლანეტელების შესახებ ახლა უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი
ყველა გასაიდუმლოებული ფაილი, რომელიც CIA–ს აქვს დაუდგენელ მფრინავ ობიექტებზე, ან თუნდაც, ყველა ის ფაილი, რომელსაც სააგენტო უცხოპლანეტელებს უკავშირებს, საჯაროდაა ხელმისაწვდომი.
ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული მონაცემების ჩამოტვირთვა უშუალოდ Black Vault-იდან შეგიძლიათ, რომელიც დეკლარირებული ჩანაწერების კერძო საკუთრებაში არსებული მონაცემთა ბაზაა, Motherboard-ის თანახმად. კოლექცია, რომელიც ასობით PDF ფაილს შეიცავს და ამომწურავი ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც CIA–მ დააგროვა ათწლეულების განმავლობაში.
მონაცემთა ბაზა არის Black Vault-ის დამფუძნებლის, ჯონ გრინევალდ უმცროსის პროექტი, რომელმაც Motherboard-ს განუცხადა, რომ იგი უჩიოდა CIA-ს, რომ ათწლეულების განმავლობაში, რათა გაესაჯაროვებინა ჩანაწერები.
"დაახლოებით 20 წლის წინ, მე დავიწყე ბრძოლა, რომ მომეპოვა დამატებითი მასალები უცხოპლანეტელების შესახებ", — განუცხადა გრინუვალდმა Motherboard-ს. "ბოლომდე ვიბრძოდი, საბოლოოდ კი მივაღწიე. მე მივიღე მასალები, რამდენიმე ათასი გვერდი და გადავწყვიტე გამომექვეყნებინა ისინი ონალინ სივრცეში".
ჩანაწერებში მოცემულია უცნაური და გასართობი ისტორიები, მათ შორის იდუმალი აფეთქებები და სავარაუდო კონტაქტი უცხოპლანეტელებთან. გრინუვალდი ამ მონაცემთა ბაზას საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფორმაციად მიიჩნევს. ჯერა თუ არა ხალხს უცხოპლანეტელების, გრინუვალდი ამბობს, რომ მათ უნდა შეეძლოთ ამ მასალების გაცნობა.
"უბრალოდ, საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს!" — გრინუვალდმა უპასუხა Motherboard-ს.
CIA-მ მასალები 2020 წლის შუა რიცხვებში გახადა ხელმისაწვდომი. ახლა კი გასაჯაროვებულია ახალი და ძველი არქივი, რომლისთვისაც მრავალი ადამიანი იბრძოდა, მათ შორის გრინუვალდი.
კომენტარები