ახალი კვლევის თანახმად, კლიმატი შესაძლოა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დასტაბილურდეს
კლიმატის ცვლილების ოპტიმისტური კვლევის უჩვეულო შედეგების მაგალითზე, მეცნიერები ეჭვობენ, რომ გლობალური ტემპერატურის მომატება და კლიმატის ცვლილების გავლენა სამყაროზე, შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში სტაბილური გახდეს.
გასაგები უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ დასკვნები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სამყარო რამდენად სწრაფად ჩაანაცვლებს წიაღისეულ საწვავს და შეამცირებს სათბურის გაზების ემისიებს, იუწყება The Guardian. ეს გასაოცარი გამოწვევაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ რამდენიმე მსხვილი ქვეყანა უკვე ჩამორჩა 2015 წლის პარიზის შეთანხმების პირობებს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი იგი საერთოდ დატოვა.
თუ გამონაბოლქვი შემცირდება, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის გადარჩენა შესაძლებელი გახდება.
რამდენ ხანს გაგრძელდება პლანეტის გლობალური დათბობა მას შემდეგ, რაც გამონაბოლქვი საბოლოოდ შემცირდება, ექსპერტები ამ თემას დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ დათბობის პროცესი კვლავ გაგრძელდება, ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევის შემდეგაც, ორშაბათს, ჟურნალში Nature Climate Change-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა საპირისპირო მოსაზრებას გვთავაზობს.
თუ 2050 წლისთვის გამონაბოლქვი მინიმუმადე შემცირდება, "გლობალური ტემპერატურის მატება შეჩერდება და ათწლეულის განმავლობაში გლობალური ტემპერატურა დასტაბილურდება", — განუცხადა The Guardian-ს პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლიმატის მეცნიერმა, მაიკლ მანმა, რომელიც ამ კვლევაზე არ მუშაობდა.
ისევ და ისევ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ნახშირბადის ემისიების რეალურად შემცირებაზე, რაც ბევრად უფრო აქტუალური საკითხია, ვიდრე იმის გარკვევა, თუ რა მოხდება ამის შემდეგ, ამბობენ მეცნიერები.
ხოლო როგორც The Guardian–ს კვლევის თანაავტორმა და ტეხასის A&M უნივერსიტეტის მეცნიერმა — ენდრიუ დესლერმა განუცხადა, "პრობლემა კვლავ მწვავედ დგას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევამციროთ გამონაბოლქვი და შემდეგ გავუმკლავდებით დათბობას."
კომენტარები