2020 წელი საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ რომ არა ტექნოლოგიები, ის კიდევ უფრო რთული იქნებოდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა ტექნოლოგიების აუცილებლობა.

პანდემიის პარალელურად ტექნოლოგიები კვლავ ვითარდებოდა და რაღაც ასპექტში, ახალმა რეალობამ ეს პროცესი დააჩქარა კიდევაც. ამის მაგალითია სოციალური ქსელები და ონლაინ კომუნიკაციის პლატფორმები, რომლებიც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს გამოწვევა კი მათთვის განვითარების საფუძვლადაც იქცა. კორონავირუსმა ბრენდების და კომპანიების ყოველდღიურობაც შეცვალა და ისინი გაციფრულების აუცილებლობის წინაშე დააყენა.

ამის ფონზე, 2020 წელი უამრავი ტექნოლოგიური სიახლითაც გამოირჩეოდა. ჯერ მარტო რად ღირს ის ტექნოლოგიური ძვრები, რაც ვირტუალური რეალობის, ხელოვნური ინტელექტის, კვანტური კომპიუტერების, კვანტური ტელეპორტაციის, მზის ხელოვნური რეაქტორების და რობოტიკის მიმართულებით გვქონდა.

დღევანდელ პოდკასტში სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ვაჯამებთ გასულ წელს და მიმოვიხილავთ 2020-ში მომხდარ მთავარ ტექნოლოგიურ ამბებს. ამასთან, შევეხებით 2021 წელს და გავიგებთ თუ რა შეიძლება იყოს ახალი 2021 წლის მთავარი ტექნოლოგიური ტრენდები.

შემდეგ პოდკასტში, ამ საკითხებზე, NEXT.On.ge-ის მთავარი რედაქტორთან — ხატია თორდუასთან ერთად ვსაუბრობთ.

SoundCloud

PodBean

Google Podcasts

Pocket Casts

Spotify