Sony ეცდება, Crystal LED ეკრანებით, ფილმების გადაღების პროცესში ვირტუალური ფონი შექმნას
პირველად 2012 წელს, როდესაც Sony-იმ Crystal LED დისპლეი წარადგინა, ის საოცრად გამოიყურებოდა, მაგრამ მაინც არ იყო მზად კონკურენცია გაეწია OLED-ისთვის. მას შემდეგ, Sony დაბრუნდა CES ღონისძიებაზე, Samsung–ის MicroLED–ების მსგავსი Crystal LED პანელებით, რაც კედლის ზომის სარეკლამო ეკრანების ნაწილ–ნაწილ შექმნის კარგი გზა გამოდგა. Sony-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან მსგავსი ეკრანები შექმნან სხვა გამოყენებისთვის.
2021 წლისთვის, Sony-იმ, როგორც ჩანს, იპოვა შესანიშნავი გზა თუ რაში გამოიყენოს Crystal LED. Sony ეცდება Crystal LED ეკრანებით ფილმებისთვის ვირტუალური ფონი შექმნას, როგორიცაა, მაგალითად, გამოყენებული The Mandalorian-ის გადაღების პროცესში.
Sony-იმ წარმოადგინა ეკრანების ორი ვარიანტი, C და B სერიები, რომლებსაც აქვთ 1 000 000:1 მაღალი კონტრასტი. 1800კვ/ მ მოცულობის B სერია შეიქმნა Sony Pictures–ისთვის, სპეციალურად სტუდიის ფონზე გამოსაყენებლად, ანარეკლების ჩვენების გარეშე, ხოლო C- სერია უფრო ლობებში ან შოურუმებში დამონტაჟებისთვის გამოიყენება. ისინი იყენებენ იგივე ტექნოლოგიას, როგორსაც Sony-ის ტელევიზორები, HDR, 120 fps და 3D ვიდეო მხარდაჭერით.
ფასების შესახებ არაფერია ნათქვამი, მაგრამ მასიური 4K ეკრანი, რომელიც Sony–მ წარადგინა CES-ის 2019 წლის ღონისძიებაზე და გატესტა PS4–ის თამაშები, დაახლოებით 800 000 დოლარი ღირდა. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგია, რომელიც იყენებს ულტრაბგერულ LED ელემენტებს, შეიძლება ოდნავ უფრო რეალური გახდეს ყოველდღიურობაში, თუ სახლის კინოთეატრის მოწყობას გადაწყვეტთ.
კომენტარები