2020 წელს უფრო მეტი სამხრეთ კორეელი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა
2020 წელს უფრო მეტი სამხრეთ კორეელი დაიღუპა, ვიდრე დაიბადა. ამის გამო ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან და მსჯელობენ მოსახლეობის შემცირების გრძელვადიან შედეგებზე — იუწყება BBC. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა "ფუნდამენტურ ცვლილებებს" განახორციელებს, რათა მოსახლეობა არ შემცირდეს.
მოსახლეობის ვარდნა მასობრივი არ იყო. 2020 წელს 307 764 დაღუპული აღირიცხა სამხრეთ კორეაში, რაც 275 800 დაბადებულთან შედარებით, 31 874 ადამიანით მოსახლეობის წლიურ შემცირებას წარმოადგენს. უხეშად რომ ვთქვათ მსგავსი დონის ვარდნა მცირეა 51,3 მილიონიანი ქვეყნისთვის.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა გასულ თვეში გამოაცხადა ახალი ფულადი წახალისების შესახებ, მშობლების დასახმარებლად. 2022 წლიდან, თითოეული ახალშობილის ოჯახს გადაეცემა 2 მილიონი უონი (დაახლოებით 1 850 აშშ დოლარი), რაც ხელს შეუწყობს ბავშვის მოვლის გადასახადების დაფარვას.
თუ წახალისება არ იმუშავებს და დაღმავალი ტენდენცია გაგრძელდება, სამხრეთ კორეას შესაძლოა შეექმნას იაპონიის მსგავსი პრობლემები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იბრძოდა ხანდაზმული ასაკის სამუშაო ძალის შეცვლისთვის.
მაგრამ მსგავსი ფულადი თანხის გამოყოფა შეიძლება არ იყოს საკმარისი. BBC–ის თანახმად, უძრავ ქონებაზე მიუწვდომლობა და შრომითი ცხოვრების დაუბალანსებლობა, როგორც ჩანს, უმთავრესი ფაქტორია ახალგაზრდა ოჯახების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომ არ გააჩინონ შვილები.
კომენტარები