Slack-მა 2021 წელი მასშტაბური გათიშვით დაიწყო — 2 საათში პრობლემა აღმოიფხვრა
Slack გაითიშა 2021 წლის პირველ ორშაბათს. კომპანიამ განაცხადა: "მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეთ პრობლემა არხების ჩატვირთვისას ან Slack-თან დაკავშირებისას. ჩვენი გუნდი იძიებს პრობლემას, მას შემდეგ, რაც გავარკვეთ მიზეზს, გაცნობებთ. ბოდიშს გიხდით გამოწვეული შეფერხებისთვის."
მომხმარებლებმა ხარვეზების შესახებ პრეტენზიების გამოთქმა 19:00 საათიდან დაიწყეს, ხოლო კომპანიამ პირველი განცხადება 19:14-ზე გააკეთა.
თავდაპირველად, Slack აღნიშნა, რომ პრობლემები იყო დაკავშირების და შეტყობინებების გაგზავნის კუთხით. კომპანიამ პირველი განცხადებიდან რამდენიმე წუთში კვლავ გააკეთა განცხადება სადაც აღნიშნა, რომ პრობლემების ჩამონათვალი გაფართოვდა და Slack სრულად გაითიშა.
"ყველა ხელი მაგიდაზე გვაქვს, რათა შემდგომი გამოკვლევები ჩატარდეს", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
DownDetector-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დღეს 19:05-ზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეექმნათ Slack-ის მომხმარებლებს პრობლემები.
"თუ არდადეგების შემდეგ, დღეს უბრუნდებით სამუაშოს, იმედი მაქვს, რომ არ მუშაობთ Slack–ში, რომლის ჩართვასაც პლანეტის უმეტესი ნაწილი ელოდება", — წერს დამწუხრებული მომხმარებელი.
საბედნიეროდ, Slack-ის სრულმასშტაბიანი გათიშვიდან 2 საათის შემდეგ სერვისი აღდგა, გაბრაზებული თანამშრომლები სამუშაოდ დაუბრუნდნენ პლატფორმას.
კომენტარები