ახალმა ზელანდიამ COVID-19-ის დამატებით 2 ვაქცინა იყიდა — აცრას ყველა მოქალაქე შეძლებს
ახალი ზელანდიის მთავრობამ ვაქცინა თავდაპირველად Pfizer/BioNTech-ისგან და Janssen-ისგან შეიძინა. ცოტა ხნის წინ კი მთავრობამ კონტრაქტი StraZeneca-სთან და Novavax-თან გააფორმა. ამ უკანასკნელისგან ზელანდიამ 10,72 მილიონი დოზა შეიძინა, რაც 5,36 მილიონ ადამიანს ეყოფა. AstraZeneca-ს ვაქცინა კი 3,8 მილიონს.
ახალი ზელანდიის მოქალაქეები აცრას უფასოდ შეძლებენ. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი — ჯაკინდა არდერნი ამბობს, რომ მთავრობას 3 სხვადასხვა ვაქცინა ექნება, რაც დაზღვევისთვისაც გამოდგება, თუ რომელიმემ არ გაამართლა.
სხვა ქვეყნების მსგავსად, ზელანდიაში ვაქცინას თავდაპირველად რისკ-ჯგუფები მიიღებენ — მესაზღვრეები, ჯანდაცვის წარმომადგენლები და მოხუცები. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ "ფრონტის ხაზზე მომუშავეთათვის" ვაქცინა 2021 წლის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო ფართო მოსახლეობა აცრას მეორე ნახევარში შეძლებს.
ამას გარდა, ახალი ზელანდია წყნარი ოკეანის ქვეყნებს COVID-19-თან ბრძოლაში ფინანსურად დაეხმარება და დამატებით 75 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
კომენტარები