აშშ-ს საჰაერო ძალებმა ხელოვნურ ინტელექტს თვითმფრინავის მართვა მიანდო
Washington Air-ის ცნობით, აშშ-ს საჰაერო ძალებმა სამშაბათს სასწავლო ფრენის დროს Lockheed U-2 ჯაშუშური თვითმფრინავის სანავიგაციო და სენსორული სისტემები გამოიყენა. აღნიშნული ფრენა პირველია, როდესაც აშშ-მ სამხედრო თვითმფრინავის გასაკონტროლებლად AI გამოიყენა.
"ეს პირველად მოხდა", — განუცხადა The Washington Post-ს, საჰაერო ძალების მდივნის თანაშემწემ უილ როპერმა.
წინამდებარე შემთხვევებში AI უზრუნველყოფდა სპეციფიკური მახასიათებლების ფუნქციონირებას და არასდროს გაუკონტროლებია თვითმფრინავის ფრენა, ან რომელიმე შეიარაღებული სისტემა, ხოლო ამ საცდელი ფრენისას, მას დაევალა თვითმფრინავის რადარის სენსორების გამოყენება, რაკეტებისა და მათი გამშვები მოწყობილობების მოსაძებნად. ფრენის განმავლობაში, ალგორითმს ჰქონდა სრული კონტროლი სენსორებზე.
სისტემა განძრახ იქნა შემუშავებული სახელმძღვანელოს და ზედმეტი პირობების გარეშე, რათა "საცდელ გარემოში აზროვნებისა და სწავლის პროვოცირება მოეხდინა სწრაფადვე", — განუცხადა The Washington Post-ს საჰაერო ძალების წარმომადგენელმა, ჯოშ ბენდეტიმ.
აღნიშნულმა ალგორითმმა გამოიყენა საჯაროდ ხელმისაწვდომი მოდულები, რომელიც მაგალითად, შეიმუშავა AI კომპანია DeepMind-მა. იგი ასევე იყენებდა Kubernetes, Google- ს საკუთრებაში არსებულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რათა ალგორითმს შეძლებოდა თვითმფრინავის საბორტო კომპიუტერულ სისტემებთან მუშაობა. საცდელი ფრენის მიზანი იყო სამხედროების გატესტვა, თუ რამდენად შეძლებენ მომავალში ისინი მსგავს სისტემებთან ურთიერთობას, ასევე, რა თქმა უნდა, AI-ის პოტენციალის დანახვაც.
"ეს ფრენა მიზნად ისახავდა საჰაერო ძალებისა და მთლიანად თავდაცვის დეპარტამენტის მოდერნიზაციასა და იმის დანახვას, თუ რამდენად სერიოზულად უნდა შევხედოთ AI–ს პოტენციალს", — უთხრა როპერმა The Washington Post-ს
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.
კომენტარები