ბიოგრაფიულ ფილმში უიტნი ჰიუსტონის როლისთვის მსახიობი იპოვეს
ფოტო: Pitchfork
I Wanna Dance With Somebody-იმ მთავარი როლისთვის ვარსკვლავი იპოვა.
Hollywood Reporter-ის ცნობით, ბრიტანელი მსახიობი, ნაომი ეკი უიტნი ჰიუსტონის როლს შეასრულებს დაგეგმილ ბიოგრაფიულ ფილმში.
"გასული წელი მეტწილად მსახიობის ძებნაში გავატარეთ, რომელიც მომღერლის განსახიერებას შეძლებდა", — განაცხადა ფილმის რეჟისორმა, სტელა მეგიმ და დაამატა — "ნაომისთან ერთად ამ პროცესის გავლა შთამბეჭდავი იყო. მსახიობმა ბრწყინვალედ შეძლო ჰიუსტონის სასცენო ხიბლის დაჭერა და მისი პირადი ცხოვრების ადამიანური ნაწილის ჩვენება".
ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელშიც ეკიმ ითამაშა Star Wars: Rise of Skywalker-ია.
პროექტი 2012 წელს, 48 წლის ასაკში გარდაცვლილი მომღერლის ქონებრივი თანამონაწილეობით ხორციელდება. მუსიკალური პროდიუსერი, კლაივ დევისი ჰიუსტონის კარიერის შესახებ ინფორმაციის შეკრებაშიც მონაწილეობდა და მომღერლის ნათესავ, პეტ ჰიუსტონთან ერთად ფილმის პროდიუსერადაც მოგვევლინება.
"ნაომი ეკის საეკრანო ტესტი იმდენად ძლიერი იყო, ყურებისას უბრალოდ დამაჟრიალა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ჰიუსტონის შეუდარებელი ვოკალი იქნება გამოყენებული, ნაომის სამსახიობო შესაძლებლობებით უიტნის უნიკალური შარმი, ვარსკვლავური ძალა და ცხოვრებისეული სირთულეები არ დაიკარგება. ამ გამოწვევისთვის ნაომიზე უკეთესი მსახიობი არ მეგულება", — აღნიშნა კლაივ დევისმა.
ჰიუსტონი გრემის 54-ე დაჯილდოების წინა დღეს გარდაიცვალა. მისი სხეული ბევერლი ჰილტონში იპოვნეს, დევისის დაჯილდოების შემდგომ წვეულებამდე რამდენიმე საათით ადრე, მომღერალი აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავდა.
I Wanna Dance With Somebody-ის გამოსვლა 2022 წლის 24 ნოემბერს, მადლიერების დღისთვის არის დაგეგმილი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
კომენტარები