აპლიკაცია Signal-ს დაცული ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქცია ემატება
პანდემიის პირობებში, სახლიდან სწავლისა და მუშაობის დროს აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა აპლიკაციის ვიდეოზარების ფუნქციას. ამის კვალდაკვალ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებები საკმაოდ აქტუალური ხდება. მომხმარებლები ნაკლებ ნდობას იჩენენ ცნობილი სერვისების მიმართ, როგორიცაა მაგალითად Zoom. სწორედ ამიტომ, დაცული აპლიკაცია Signal განახლებას უშვებს, რომელსაც სრულიად ახალი, დაშიფრული (end-to-end encryption) ჯგუფური ვიდეოზარების ფუნქცია დაემატა.
აღსანიშნავია, რომ Signal ციფრულ პროდუქტებში დაცულობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. იმის მიუხედავად, რომ სხვა აპლიკაციებიც არსებობს მსგავსი ფუნქციებით, Signal-ის მომხმარებლებს აღარ მოუწევთ ალტერნატივის ძებნა და კვლავ ამ აპლიკაციას დაეყრდნობიან.
ვისაც სურს ეს ფუნქცია უკვე გამოიყენოს, ამისათვის აუცილებელია აპლიკაციის განახლება. Signal კი ვიდეოღილაკს ჩათებში სულ რამდენიმე კვირაში გააჩენს.
ამ პროგრამის ერთადერთი უარყოფითი თვისება მისი დიდი შეხვედრებისთვის გამოუსადეგარობაა, რადგან მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეუძლია ერთდროულად საუბარში ჩართვა. თუმცა, აქვე კომპანიამ აღნიშნა, რომ აქტიურად მუშაობენ ვიდეოზარში მონაწილეების გასაზრდელად და ამ ფუნქციასაც მალე შემოგვთავაზებენ.
კომენტარები