ოსკარის გარეშე დარჩენილი მსახიობები
ზოგიერთი მსახიობი როლს კარგად ასრულებს და ჯილდოებით დატვირთული ბრუნდება სახლში, ზოგი კი, მიუხედავად იმისა, რომ დასამახსოვრებელ კინოპერსონაჟს ქმნის - ჯილდოს ვერ იღებს.
ეს სიას აუცილებლად ემი ადამსით უნდა დავიწყოთ, რომელიც ხუთჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, მაგრამ დოლბის თეატრის სცენაზე სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მიეცა.
აკადემიის "შავ სიაშია" ჯონი დეპიც, რომელიც ლეონარდო დიკაპრიოს პარტნიორია ფილმში რა აწუხებს გილბერტ გრეიფს? პირველი ნომინაცია მსახიობს 2004 წელს ერგო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლისთვის ფილმში - კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა, 2008 წელს კი მესამედ წარადგინეს ოსკარზე ფილმისთვის - სუინი ტოდი, დემონ-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან, თუმცა გამარჯვებული იმ წელს დენიელ დეი ლუისი გახდა.
ოსკარის ექვს ნომინაციას ითვლის ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი გლენ ქლოუზიც. პირველი ნომინაცია მსახიობმა 1983 წელს ფილმმა სამყარო გარპის მიხედვით მოუტანა, თუმცა ამ წელს ოსკარი სახლში ჯესიკა ლენგმა წაიღო ტუტსიში შესრულებული როლისთვის.
2012 წელს კი ბრძოლაში გლენი მერილ სტრიპმა დაამარცხა, რომელმაც სახლში მესამე ოსკარი წაიღო.
1989 წელი წარუმატებელი აღმოჩნდა მიშელ ფაიფერის, რომელიც სახიფათო კავშირებში შესრულებული როლისთვის იყო წარდგენილი ოსკარზე. 1993 წელს კი ფაიფერს მესამედ გამოაცალეს ჯილდო ხელიდან და ემა ტომპსონს გადასცეს. კინოაკადემიის აზრით, ამის შემდეგ ფაიფერს უკვე 23 წელია საოსკარე როლი არ შეუქმნია.
2001 წელს გლადიატორი საუკეთესო ფილმად დასახელდა, თუმცა მიუხედავად დიდი მოლოდინისა, ამავე ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ ხოაკინ ფენიქსს ოსკარი მაინც არ ერგო. მსახიობს ოსკარის 3 ნომინაცია აქვს. ამბობენ, რომ 2014 წელს აკადემიამ დიდი შეცდომა დაუშვა, რომ Her-ში შესრულებული როლისთვის ხოაკინ ფენიქსი პრიზის გარეშე დატოვა.
გულშემატკივრების ყველაზე დიდ უკმაყოფილებას იწვევს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობის, ედუარდ ნორტონის დაუფასებლობა. მსახიობს ოსკარის სამი ნომინაცია აქვს.
უიღბლო მსახიობთა შორისაა ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებული ანეტ ბენინგიც.
1989 წელს ერთდროულად ორ ნომინაციაზე იყო წარდგენილი სიგურნი უივერი მთავარი და მეორეხარისხოვანი როლებისთვის. სამწუხაროდ, მსახიობს ერთ წელს ორჯერ გაუტეხა ამერიკის კინოაკადემიამ გული და არც ერთ ნომინაციაში არ გადასცა ჯილდო.
ერთხელ მიაქციეს ყურადღება ბილ მიურეის სამსახიობო ოსტატობას ფილმში თარგმანში დაკარგულნი. მისი პარტნიორი სკარლეტ იოჰანსონი კი ოსკარზე არც ერთხელ არ ყოფილა წარდგენილი.
ბრედ პიტი ერთ ოსკარს ფლობს, ისიც როგორც ფილმის პროდიუსერი (12 წელი მონობაში). სამსახიობო ოსტატობისთვის კი სამჯერ იყო უშედეგოდ წარდგენილი ოსკარზე.
ტარანტინოს მსგავსად აკადემია გულგრილია მისი მუზების, უმა თურმანის, ჯონ ტრავოლტასა და სემუელ ელ ჯექსონის მიმართაც.
მსახიობი ჰელენა ბონემ კარტერი კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სახასიათო ტიპაჟად ითვლება, თუმცა მსახიობს ჯერჯერობით მხოლოდ ხალხის სიყვარულით უწევს დაკმაყოფილება.
ამ სიაში აუცილებლად უნდა იყოს არაჩვეულებრივი ჯესიკა ჩესტეინიც, რომელსაც ოსკარის ორი ნომინაცია აქვს, მაგრამ დოლბის თეატრის სცენაზე ჯერ არ ასულა.
რა თქმა უნდა, ყველა ვერ მიიღებს აკადემიის უმაღლეს ჯილდოს - ოსკარს, თუმცა არსებობენ ისეთი მსახიობები, რომლებიც საკუთარ რიგს დიდი ხანია, თანაც საკმაოდ დამსახურებულად ელიან.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
კომენტარები